მთავრობის მორიგი ამბიციური გეგმა თუ სექტორზე მორგებული პროექტი - საქართველო, როგორც ფინანსური ჰაბი

მთავრობის მორიგი ამბიციური გეგმა თუ სექტორზე მორგებული პროექტი - საქართველო, როგორც ფინანსური ჰაბი

access_time2022-09-06 14:00:00

საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის რეფორმაზე ფიქრი საქართველოს მთავრობამ გასულ წელს დაიწყო, შესაბამისი 4 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება Rothschild & Co-სთანაც გაფორმდა. ბოლო მონაცემებით, უკვე მომზადებულია სტრატეგიის პროექტიც, რომლითაც რეფორმის წარმართვა განიხილება. პროექტი გულისხმობს საქართველოში სპეციალური ფინანსური ზონების 110 ჰექტარზე გონიოსა და თბილისის ზღვის მახლობლად შექმნას, სადაც უცხოური კომპანიები თავიანთ წარმომადგენლობებს გახსნიან.


ფინანსურ ზონაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით საერთო სამართალი ე.წ.Common Law იმოქმედებს, რისი საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივი დანერგვისთვისაც სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. მსგავსი მოდელის სამართლის სისტემის დანერგვა იგეგმებოდა ქალაქ „ლაზიკაში“ და „ანაკლიის პორტში“.


PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი ნიკა კაპანაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ პროექტის შესახებ ძალიან მცირე დეტალია ცნობილი და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მისი თქმით, გარანტირებული ფინანსური ჰაბის სტატუსზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, რადგან ეს  ბევრ გარე ფაქტორზე არის დამოკიდებული, პირველ რიგში რეგიონში გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე.


„სპეციალური ფინანსური ზონების მხოლოდ შექმნა ჰაბად გადაქცევას ნამდვილად არ უზრუნველყოფს, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ამ სტატუსისკენ. ბევრი ფაქტორი განაპირობებს რამდენად მოხდება საქართველოს ფინანსურ ჰაბად გადაქცევა, თუმცა იდეის დონეზე მისასალმებელია. ამ ეტაპზე ბევრი დეტალი გასაჯაროებული არ არის, მხოლოდ ისაა ცნობილი და კარგიცაა, რომ საერთაშორისო კომპანიაა ჩართული სტრატეგიის შემუშავებაში, თუმცა უფრო კარგი იქნება ეს სტრატეგია გასაჯაროვდეს და ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი. კიდევ ერთი ფაქტორია ყურადსაღები, სტრატეგიის შემუშავებამდე შეირჩა ორი ლოკაცია თბილისსა და გონიოში, ესეც დიდი კითხვის ნიშანია, რატომ გადაწყდა კონკრეტულად ეს ადგილები და რა უპირატესობები აქვს მათ. ცნობილია იდეა რომ თიზ იქნება, მხოლოდ ფინანსური ორგანიზაციებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია როგორ მოხდება მისი განხორციელება.


ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრობლემები ქვეყანაში არის, ჩვენი გეოპოლიტიკური გარემოება და ის თუ რა რეგიონშიც ვართ უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ამისთვის საჭიროა ისეთი ტიპის ღონისძიებები რომ გადავწონოთ ეს გარემოებები. ტრადიციულ თიზებთან შედარებით ვფიქრობ უფრო დიდი შანსი გვაქვს ასეთი ფინანსური ზონის განვითარების, რადგან საკმაოდ ძლიერი ვართ ამ ნაწილში, ძლიერი საბანკო სექტორი გვაქვს და კომპეტენტური კადრებიც გვყავს. თუმცა მიუხედავად ამისა, სულ რომ დეტალურად და სწორად გაიწეროს სტრატეგია, მაინც არ არის გარანტირებული ჰაბის სტატუსი, რადგან ბევრ გარე ფაქტორზე არის დამოკიდებული, პირველ რიგში რეგიონში გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. რაც მთავარია რესურსი არ უნდა დაიხარჯოს ზედმეტი ანუ იმაზე მეტი რა ბენეფიტსაც ის მოგვიტანს“,  ამბობს ნიკა კაპანაძე.



ფინანსური ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და სხვა. ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე „კომერსანტთან“ ყვება, რომ იდეა კარგია, მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება, მხოლოდ გახსნა არ იქნება საკმარისი, ინვესტორების დასარწმუნებლად.


„კლასიკური თიზ იქნება, თუმცა განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ ფინანსურ სექტორზე იქნება ორიენტირი აღებული. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება, მხოლოდ გახსნა არ იქნება საკმარისი, ინვესტორების დარწმუნება იმაში, რომ საქართველო მიმზიდველია, ამაზე ბევრი მუშაობა იქნება საჭირო. რთულია ინვესტორები დაარწმუნო, რომ საქართველოში გახსნან კომპანიები, იქედან გამომდინარე რომ აქ მათ გადმოტანას თავისი დანახარჯები სჭირდება, რაც არცერთი კომპანიისთვის მარტივი არ არის. ინვესტორების დარწმუნებას საქართველოში ფინანსურ ზონაში გადმოვიდნენ სამუშაოდ, გაცილებით მეტი მუშაობა სჭირდება, ვიდრე უბრალოდ თიზ-ის გახსნას. არსებულ თიზ-ებით, როგორც ვიცი, არც ისე დიდი დაინტერესებაა სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, ამიტომ ეს პრაქტიკაც უნდა გავითვალისწინოთ და გაცილებით უკეთესი პირობები შევთავაზოთ ახალ ინვესტორებს“, - განმარტა დავით კიკვიძემ.


აღსანიშნავია, რომ ფინანსური ზონა გაითვალისწინებს სამი მიმართულებით განსხვავებულ რეჟიმებს. ეს იქნება სამართლებრივი, რეგულატორული და ფისკალური.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up