„მთავრობის მხრიდან მესიჯები ჩვენთანაც იყო და როგორც ყველას შეზღუდვების მოლოდონი ჩვენც გვქონდა“ - ასე გამოეხმაურა მთავრობის მიერ ფიტნეს ბიზნესისთვის დაწესებულ შეზღუდვებს "ასპრიას" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი.
მისივე განცხადებით, ბიზნესები წინა ლოქდაუნს უფრო მოუმზადებლები შეხვდნენ და მაშინ პრაქტიკა იმისა, თუ როგორ უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა არ იყო. ანა ჩანგიანმა ასევე აღნიშნა, რომ ლოქდაუნის დროს "ასპრია" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მომხმარებელთან ხაზზე რჩება და მათ რჩევებს და საინტერესო ინფორმაციას ონლაინ მიაწვდის.
„ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქედან გამომდინარე "ასპრიას" პრიორიტეტია, რომ მომხმარებელთან კომუნიკაცია არ შევწყვიტოთ. რა თქმა უნდა "ასპრია" მუშაობას აგრძელებს, ფორმატი შემუშავებული იქნება იმისთვის, რომ მომხმარებელს საინტერესო ინფორმაცია და რჩევები მივაწოდოთ, მათ შორის მომხმარებელს ონლაინ ვარჯიშებსაც შევთავაზებთ.“ - აღმნიშნავს ანა ჩაგიანი
„კომერსანტთან“ საუბრისას ანა ჩანგიანმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლებთან ერთად გადაწყვეტს, თუ როგორ შეიძლება, რომ მათთვის სასარგებლოდ ეს ორი თვე გამოიყენონ. მისივე განმარტებით "ასპრია" ბევრი მიმართულებით აპირებდა საინტერესო იდეების განხორციელებას, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ღია სივრცეში ვარჯიშები იყო. რაც შეეხება ახალ ფილიალებს კომპანია ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოებს აგრძელებს.
„ფილიალებში მუშაობა ისედაც მიმდინარეობს და გამომდინარე იქიდან, რომ შეზღუდვები მშენებლობებს და შიდასარემონტო სამუშაოებს არ ეხება, რა თქმა უნდა სარემონტო პროცესს არც ჩვენ შევაჩერებთ. ამ პერიოდით ვისარგებლებთ, რომ თანამშრომლები გადამზადდენ და უფრო მეტად მომზადებულები და მობილიზებულები დავხვდეთ იმ პერიოდს, როცა მუშაობას განვაახლებთ. დღეს მაქსიმალურად მნიშვნელოვანია განწყობის თეორია და შესაბამისად ყველა სიტუაციის სასიკეთოდ გამოყენება არის შესაძლებელი.“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.
ანა ჩანგიანი აღნიშნავს, რომ ასპრიას გუნდი სიტუაციას რეალურად აფასებს, გამოწვევებს და სურთულეებს ხედავენ თუმცა მიუხედავად ყველაფრისა გუნდში პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ.
„31 იანვრამდე სამშენებლო პროცესი რომც დავასრულოთ ფიზიკურად ვერ გავხსნით, შესაბამისად მომხმარებელს ამ ყველაფერს ონლაინ რეჟიმში გავაცნობთ და რა თქმა უნდა მომხმარებელი ვაკუუმში არ იქნება, მას ეცოდინება ყველა დეტალი სიახლეების მიმართულებით თუ რა და როგორ ვითარდება. რაც შეეხება ინსტრუქტორებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს მომხმარებელთნ ონლაინ კომუნიკაცია ექნება“ — აღნიშნავს ანა ჩანგიანი.