„მთავრობის პირველი გამოწვევა დონორების გარკვეულ დათმობებზე წამოყვანა და შედეგად, ადგილობრივ ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართულობის პროვოცირებაა“

„მთავრობის პირველი გამოწვევა დონორების გარკვეულ დათმობებზე წამოყვანა და შედეგად, ადგილობრივ ტენდერებში ქართული კომპანიების ჩართულობის პროვოცირებაა“

access_time2020-12-23 10:00:19

ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში განხორციელებული პროექტები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა 2020 წელი შეაჯამა. უწყების მიღწევებზე საუბრისას ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე. მისი თქმით, რეაბილიტირდა 580 კმ გზა. ქუთაისი, ზუგდიდი და ჭიათურა პირველად გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაჭარბებით სრულდება 2020 წლის ბიუჯეტი, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად ეფექტურად და ხარისხიანად მიმდინარეობდა ქვეყნაში ინფრასტრუქტურული პროექტები, იყო თუ არა 2020 წელი ისეთივე წარმატებული ქართული კომპანიებისთვის, როგორც მინისტრის ანგარიში. საკითხზე მედიაჰოლდინგთან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის/ICCA აღმასრულებელი დირექტორი ანა საბახტარიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისთვის, როგორც დარგობრივი ბიზნეს გაერთიანებისათვის, ამ ეტაპზე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ქვეყანაში სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, პირველ რიგში, კერძო სექტორის ჩართულობით შეიქმნება. ანა საბახტარიშვილს აინტერესებს როგორ არის დაგეგმილი ქვეყნის სამშენებლო ინფრასტრუქტურული სექტორის ინტელექტუალური, ტექნოლოგიური, თუ რესურსების განვითარება, რა ხედვა არსებობს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში ადგილობრივი კომპანიების შესაძლებლობის ზრდასთან, ამ უმნიშვნელოვანესი მდგენელის განვითარებასთან დაკავშირებით. მშენებელთა ასოციაციის/ICCA აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სექტორს სურვილი აქვს გაეცნოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების  არსებულ ხედვას.

 

„ქვეყანაში მიმდინარეობს საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები, თუმცა სამწუხარო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მასში, გამოცდილების არქონის გამო, მონაწილეობას ქართული კომპანიები ნაკლებად იღებენ, ისიც მხოლოდ ქვეკონტრაქტორის სახით. თუმცა, როგორ უნდა დააგროვონ ქართულმა კომპანიებმა ეს გამოცდილება, თუკი ისინი ვერ იღებენ ასეთ ტენდერებში მონაწილეობას და ვერ აკმაყოფილებენ პირობებს, გამოცდილების არქონის გამო? ერთგვარ წრეზე დავდივართ ამ თვალსაზრისით და მანამ სანამ სწორედ ზემოთ ნახსენები გეგმის ნაწილად არ წარმოგვიდგება გარკვეული მექანიზმები, რომლითაც ფორსირებულ რეჟიმში მოხდება ადგილობრივი კომპანიების ჩართულობის პროვოცირება, ისევ ამ წრეზე მოგვიწევს სიარული.

 

პრობლემის გადაჭრა ბუნებრივია, შეუძლებელია დონორ ინსტიტუტებთან ამ თემაზე გამართული დიალოგის გარეშე. თუმცა, დღეს ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის მხოლოდ ერთი შედეგით - გამართული წყალმომარაგებითა, თუ რეაბილიტირებული გზით დავკმაყოფილდეთ. დღეს მთავრობის პირველი გამოწვევა სწორედ დონორების გარკვეულ დათმობებზე წამოყვანა და შედეგად, ასეთ ადგილობრივ ტენდერებზე ქართული კომპანიების ჩართულობის პროვოცირებაა. პროვოცირება კი სხვადასხვა გზით შესაძლო მოხდეს:

 

მინიმალური მოთხოვნის დაწესება კონტრაქტორი კომპანიების მიმართ ადგილობრივი დასაქმებულების ჩართულობის სტიმულირებისათვის. შესაძლოა, სავალდებულო გახდეს სრული სახელფასო ბიუჯეტის გარკვეული პროცენტის დახარჯვა ადგილობრივ დასაქმებულებზე. შედეგად, გვექნება შესაძლებლობა, მეტი მოლოდინი გვქონდეს არა მხოლოდ არაკვალიფიციური მუშახელის, არამედ კვალიფიციური მუშახელის, საინჟინრო პერსონალის და შესაბამისად, ინტელექტუალური რესურსის მომზადების მიმართულებით;

 


დიზაინ-ბილდ-მეინტენანს (Design-Build-Maintanance) პროექტების ინიცირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მშენებლობის დასრულების შემდგომ თავად შემსრულებელ კომპანიას მოუწევს მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობის აღება. ეს სტიმულს მისცემს საერთაშორისო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიას ვაჭრობამდე შეარჩიოს პარტნიორი ადგილობრივი კომპანია, რათა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ მას შეასრულებინოს მოვლა-შენახვა.

 

ზოგადად, ადგილობრივი პარტნიორის წინასწარი ნომინირება, როგორც სავალდებულო მოთხოვნის ინტეგრირება, ასეთ კონტრაქტებში, ყველაზე მეტი ეფექტურობის მომტანი შეიძლება გახდეს ამ გამოწვევის ფარგლებში.

 

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტი, განსხვავებით სხვა წლებისაგან, სამინისტროს მიერ სრულად იქნა ათვისებული, მიუხედავად პანდემიისა. ადგილობრივმა კომპანიებმა, რომელთა შორის, ჩვენი 51 წევრი კომპანიის ნაწილიც შედის, ამ გამოწვევის პირობებში, შეძლეს არ შეჩერებულიყვნენ და აქტიურად წარემართათ სამუშაო პროცესები“, - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

 

ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებს აფასებს სექტორში მომუშავე ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც ობიექტური მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ სურს. ბაზარზე არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიის  დირექტორი პირად საუბარში გვიყვება, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, თუმცა მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ პროექტები სამინისტროს უფრო ეფექტურად განეხორციელებინა.

 

„ჩემი აზრით, მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან უხარისხო იყო, სამუშაო პროცესში მათი თავიდან მომზადება იყო საჭირო. ყველა პროექტი, რომელზეც ჩემმა კომპანიამ იმუშავა კორექტირებას საჭიროებდა. სამინისტროს მხრიდან მიდგომა კეთილსინდისიერი იყო, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ტენდერს აცხადებს, გამარჯვებულ კომპანიას თანხის 5 პროცენტს უკავებს, რათა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში ხარვეზი გამოსწორდეს. ჩემს ერთ-ერთ პროექტზე თანხა მე გადავიხადე, რათა კომპანიას მის მიერ მომზადებული პროექტი მეორედ მოემზადებინა. სასურველია, რომ ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი თავიდანვე სწორად დაპროექტდეს, რათა შემდეგ მშენებლებს პრობლემები არ შეგვექმნას“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

 

უმსხვილესი ქართული კომპანიის  დირექტორი, მედიაჰოლდინგათან საუბრისას ყურადღებას უცხოური კომპანიების დომინირებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ამ კუთხით სახელმწიფომ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს. მისი თმით, ქართულ კომპანიებს უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო საფინანსო ინსტრუმენტების მიერ  დაფინანსებულ პროექტებში ქართული კომპანიების როლი გაიზარდოს.

 

„თანამედროვე ბაზარი გახსნილია, ისეთ შეზღუდვებს ვერ დაუწესებ კომპანიებს, რომ ტენდერში მონაწილეობა ვერ მიიღოს, მაგრამ ჩვენთან კომპანიების 80 პროცენტი არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ჩინური კომპანიები საერთოდ ზღაპრულ ფასებს უთითებენ. 100 მილიონიანი ტენდერი შეიძლება 40 მილიონად მოიგონ და დაამთავრონ 70 მილიონად, როგორც ვიცი სახელმწიფოს მხრიდან ხდება სუბსიდირება. ასევე მათ აქვთ შეზღუდვები, რომ დასაქმებულთა რაღაც პროცენტულობა იყოს ადგილობრივი, თუმცა ეს არავის შეუმოწმებია, რაც დიდი პრობლემაა. რუსეთიდან შემოდის კომპანიები, რომელთაც საერთოს ყალბი ისტორიები აქვთ. ასევ ბაზარზე არიან ისეთი კომპანიები რომლებიც გადასახადებს არ იხდიან აქვთ რამდენიმე მილიონიანი დავალიანებები, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებენ და ჩვენზე წინ არიან, მე რომ 15 თეთრი მქონდეს დავალიანება კომპანიას ინკასო დაედება - ეს სერიოზული პრობლემაა“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up