მთაწმინდის პარკი და ფუნიკულიორი - თბილისის ბრენდის საწყისებთან

მთაწმინდის პარკი და ფუნიკულიორი - თბილისის ბრენდის საწყისებთან

access_time2022-03-30 15:00:43

თბილისის ფუნიკულიორი 117 წლისაა. ის 1905 წლის 27 იანვარს გაიხსნა. 1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში ფუნიკულიორი და რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მას თბილისისთვის – ამ თემაზე სასაუბროდ ლევან კობერიძემ რადიო „კომერსანტზე“ თავის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი გელა დიღმელაშვილი მიიწვია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


გელა დიღმელაშვილის თქმით, თბილისის ფუნიკულიორი თავისი ისტორიით, ტრადიციით და გეოგრაფიული პარამეტრებით მსოფლიოში უნიკალურია.


„XIX საუკუნის ბოლოს იყო აზრი, რომ თბილისის ურბანული განვითარება მომხდარიყო მთაწმინდის პალტოზე, რადგან წლის განმავლობაში იქ განსაკუთრებული ჰავაა, ზაფხულში გრილა, ხოლო ზამთარში, როდესაც თბილისში თოვლჭყაპია, იქ კარგი თოვლია. ურბანულ განვითარებას ჰქონდა თვისი გეგმაც, იმისათვის რომ ერთმანეთთან თბილისი და ის პლატო, სადაც დღეს მთაწმინდის პარკი მდებარეობს, დაეკავშირებინათ, ელექტრო ტრანსპორტი სოფლების გავლით უნდა ასულიყო.

 

ისტორიულად ამ ტერიტორიას “სამეფო ბაღებს“ ეძახდნენ, შემდეგ მთაწმინდის რაიონის სადღაც 20 ჰექტარი თავადი ბაღაშვილების მფლობელობაში გადავიდა, იყო ასეთი იურისტი  ივანე პოლტორაცკი, რომელმაც  ცოლად შეირთო ნადეჟდა  ბაღაშვილი,  პირველი  ქორწინებიდან  ამ  ადამიანს  ვაჟიშვილი ჰყავდა და  ეტყობა საქართველოს მიმართ  პატრიოტული  გრძნობები  გაუჩნდა.  საფრანგეთში მუსირებდა იდეა,  რომ  გაკეთებულიყო  ფუნიკულიორი და  საფრანგეთშივე მან მონახა  სპეციალისტები, გუნდი და  კომპანია, რომელიც  პროექტს  ჩამოაყალიბებდა, სწორედ აქედან დაიწყო ფუნიკულიორის განვითარების სტარტი“ -  აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.


1903 წელს თბილისის იმ დროინდელმა მთავრობამ ბელგიურ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება, რომ აშენებულიყო ფუნიკულიორი, რომელიც 45 წელი მათ მფლობელობაში იქნებოდა და შემდეგ გადაეცემოდა თბილისს, 1903  წელს დაიწყო მშენებლობა, იმ დროინდელმა  თბილისი მთავრობამ და  ბელგიურმა  კომპანიამ დადო ხელშეკრულება, რომ აშენდებოდა ფუნიკულიორი, თუმცა შემდეგ ცვლილებები შეიტანეს და თბილისს პროექტი 1905 წელს  ჩაბარდა. დიღმელაშვილის თქმით, თავიდან  მგზავრებს ასვლის ეშინოდათ და  ბელგიური კომპანია ფულს  აქეთ  უხდიდა მათ, თუმცა ადგილმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდა.



„შემდეგ დაიწყო ფერდობის განაშენიანება და ლანდშაფტური დატვირთვა და 1930 წელს დაიწყეს მთაწმინდის პარკის დაგეგმარება და მშენებლობა. გაგიკვირდებათ და პროექტის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია იყო. იმ რთულ  პერიოდში, 20-იანი წლების ფოტოკადრებში მთაწმინდა გაშიშვლებულია და ეს მასიური გამწვანება  1930 წელს დაიწყო. 1938  წლის 24  ივლისს  მთაწმინდის პარკი ჩვენ დედაქალაქს ჩაბარდა, თავიდანვე იყო იდეა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქში უნდა ყოფილიყო კულტურისა და დასვენების პარკი. უამრავი შრომაა  ჩადებული იმაში, რომ ეს პარკი ლანდშაფტურად გამორჩეულია.


ის უნიკალურია იმით,  რომ მისი დახრის კუთხე 28-33  გრადუსია, საკმაოდ  დიდი დახრაა სალიანდაგო ნაწილში,  მისი სიგრძე კი 501 მეტრია“, -  აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.


მისივე თქმით, პროექტს მოგვიანებით სათავეში არქიტექტორები ქურდიანები ჩაუდგნენ, მათ როგორც რუსი, ასევე პოლონელი არქიტექტორები ეხმარებოდნენ და აშენდა რესტორანი ფუნიკულიორი, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ მთაწმინდაზე და პარკთან ერთად თბილისის სავიზიტო ბარათია.


„ეს ორი  პროექტი, მთაწმინდის პარკი და ფუნიკულიორი არის ძალიან ძლიერი არგუმენტი იმისთვის, რომ ჩამოხვიდე და დაათვალიერო და დატკბე ხედებით. ფუნიკულიორი ერთდროულად ტრანსპორტიც არის და  ატრაქციონიც.


მთაწმინდის პარკი თავისი  ფუნიკულიორით არის ისტორია, ტრადიცია და კულტურა. მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ყოველთვის ტარდებოდა და დღესაც ტარდება უამრავი შემეცნებითი თუ კულტურული ღონისძიებები.

 

მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს ფუნიკულიორის ტექნიკური ნაწილი განახლდა და დღეს როგორც ტექნიკური, ასევე ტექნოლოგიური ნაწილი აღჭურვილია თანამედროვე  უახლესი ტექნოლოგიური  უზრუნველყოფით. კომპანია „დოპელმაიერიმა“ განაახლა ყველაფერი, გარდა  ერთისა – სავალი ლიანდაგები არის 1903 წლის და თუ შუა სადგურზე  გაჩერდებით, ვნახავთ რომ ეს ლიანდაგი 1903 წელს არის გამოშვებული და დღემდე  ის ლიანდაგებია. 119 წელია ისევ  მუშა  მდგომარეობაშია და  ალბათ  კიდევ ერთ საუკუნეს გაუძლებს“, - აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.

 

დიღმელაშვილმა აღნიშნა, რომ 90-იან წლებში პარკი განადგურებული იყო და ბადრი პატარკაციშვილმა ჩაიბარა პროექტი უფრო მიმზიდველი გახდა სტუმრებისთვის. მისივე  თქმით  პატარკაციშვილი ამას არ უყურებდა როგორც ინვესტიციას და სურდა რომ ეს პროექტი გაეკეთებინა ყველასთვის, თუმცა მოგვიანებით პარკი ოჯახს წაართვეს.


„რაც შეეხება საჯარო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ჩვენ თანამშრომლობას, თანადგომა არის, რაც გამოიხატება იმაში, რომ უამრავი ღონისძიება ტარდება. ხშირად გვჭირდება  აღჭურვილობა, როცა 50 000-მდე  ადამიანი მოგივა, იქ შეიძლება კარვები დაგჭიდეს, დასუფთავება–დალაგების ინვენტარი ამ ყველაფერში მხარდაჭერა არის, ასევე  დიდი მხარდაჭერაა ინტელექტუალური მიმართულებითაც.

 

ე.წ.  ეშმაკის ბორბალი, რომელიც რუსულიდან არის  გადმოტანილი, ჩვენ მას გიგანტური ბორბალი დავარქვით გამორჩეულია თავისი ზომით, ის არის დიამეტრში 60 მეტრი, თუმცა იმასაც  თუ ჩავთვლით, რომ 300 მეტრზე დგას ზემო გონდოლა, 360 მეტრზე გამოდის.


ბავშვი არ არსებობს თბილისში, რომ მთაწმინდის პარკში არ ჰქონდეს ფოტო გადაღებული. ხატი თუ დროთა განმავლობაში უფრო ძლიერდება იმიტომ, რომ  ბევრი მლოცველი ჰყავს და ენერგეტიკას იღებს,  ასეა პარკიც, რაც მეტი ბავშვი მოდის, ძლიერდება და ძლიერდება. დარწმუნებული ვარ  მის  უნიკალურობაში და  წარმატებულ  პროექტებში. ბევრი  პროექტი  გვაქვს,  მათ  შორის  ზოგი  დამტკიცებულია,  მშენებლობის  თემაც  იქნება,  ძალიან  ბევრი გეგმა  გვაქვს, რომლითაც  პარკს  30 წლის  მერე ვხედავთ“, -  აღნიშნა გელა დიღმელაშვილმა.


ლევან კობერიძის საავტორო რადიო გადაცემა „კომერსანტის“ ეთერში ყოველ ორშაბათს, საღამოს 19:10 საათზე იწყება.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up