23 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, ოქროყანის სატუმბო სადგურში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოების ჩაატარებს.
კომპანიის განცხადებით ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მარტს 11:00 საათიდან 23 მარტის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში სოფელ ოქროყანას.
კომპანიის განცხადებით სამგორის რაიონში, მეფრინველეთა ქ. III შესახვევში ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოებისთვის აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 23 მარტის 15:00 საათიდან - 24 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება.
სამგორის რაიონი:
ლილოს დასახლებას კვარტლებით და მიკრორაიონებით, ჭირნახულის, აფხაზავას, ნამორაძის, სტურუას, გოკიელის, კამოს (ტყემალაძე) და მეფრინველეობის ქუჩებს თავის შესახვევებით.