„ყველა პოტენციური ინვესტორი გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, რას გადაწყვეტს ევროკავშირი“

„ყველა პოტენციური ინვესტორი გამადიდებელი შუშით გვაკვირდება, რას გადაწყვეტს ევროკავშირი“

access_time2022-07-11 09:00:18

„ევროკომისიის 12 პუნქტიანი პირობის დაკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ გარემო გააჯანსაღა, სწორედ ამის გაჯანსაღების პერსპექტივას გვთავაზობს ევროპა და თუ ჩვენ ეს გავიარეთ, ჩვენ გადავდივართ სხვა თამაშის წესებში, უფრო მაღალ ლიგაში, სადაც უკვე ინვესტორები როგორც ცივილური  სამყაროდან, ასევე მესამე რიგის ქვეყნებიდან, სხვანაირად შეგხედავენ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ ეკონომიკის დოქტორმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რამაზ გერლიანმა ისაუბრა. მისი თქმით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის  სტატუსი  იქნება გადამწყვეტი, თუ საით წავა საინვესტიციო ვექტორი, რაშიც ბოლო პერიოდში ქვეყანას აქვს ვარდნა.

 

„ახლა შეიძლება  ჩავთვალოთ, რომ მთელი პოტენციური საინვესტიციო გარემო გამადიდებელი შუშით გვაკვირდება თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და იმის მერე გადაწყვეტენ ახორციელებენ თუ არა ინვესტიციას.ზოგმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და ქვეყნიდან გასვლაც კი დაიწყოს“, - აღნიშნა რამაზ  გერლიანმა.

 

გერლიანი დეოლიგარქიზაციის საკითხზე ფიქრობს, რომ ამ 12 პუნქტის შესრულება ჯამში უკვე  ქმნის  პირობებს, სადაც დეოლიგარქიზაციის  საკითხი პრაქტიკულად აღარ  დადგება.

 

„ქვეყანაში სადაც ადამიანების დიდ ნაწილს ცხოვრების ელემენტარული პირობების დაკმაყოფილება არ  შეუძლია, სწორედ იქ დგება ოლიგარქიზციის პრობლემა და სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას დღეს საქართველო. ამიტომ სხვა პუნქტების შესრულების კვალობაზე, დღის წესრიგში ოლიგარქიცაზიის ნაწილი აღარც იქნება. როდესაც  ქვეყანაში საშუალო ფენა ყალიბდება იქ ძალიან ძნელია, რომ მილიონერმა ვინც არ უნდა იყოს ის, მიითვისოს ძალაუფლება.



დღეს საქართველოში მდიდარი ადამიანების კუთხით ოლიგარქიის ნიშნები ისეა, როგორც ეს ხდება მონოპოლიის შემთხვევაში. ეს პრობლემაა ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ოლიგარქია ნიშნავს კონკურენციის შეზღუდვას და მონოპოლიის წარმოშობას. დასაქმებულისთვის დაბალ შემოსავალს და კონკრეტული ბიზნესებისთვის მაღალ სარგებელს“,  აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 

„რაც ეხება პუნქტების შესრულებას, აქ პოლიტიკური ელიტების ნებაზეა საუბარი, როგორც აქედან  ჩანს, უმცირესობებს  გაცილებით უფრო მაღალი ნება აქვთ,  ვიდრე უმრავლესობას, ამიტომ უშუალოდ ნაბიჯები საჭიროა უმრავლესობის მხრიდან, რომელმაც ეს ნება უნდა გამოიჩინოს და გააკეთოს, თუნდაც მარტივი მიზეზის - ეკონომიკური ბენეფიტების გამო. თუნდაც იმიტომ უნდა გააკეთონ ეს, რომ მერე ხალხმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა რამის არ გაკეთებაში ბრალი არ დასდონ. მაგალითად პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამას განახორციელებს, ჩემთვის მისაღები იქნება“,-აღნიშნა რამაზ გერლიანმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up