მთიანი ყარაბაღის გარშემო შეთანხმების გამო ანტისამთავრობო გამოსვლები ერევანში გაგრძელდება, დააკავეს ოპოზიციის ლიდერები

მთიანი ყარაბაღის გარშემო შეთანხმების გამო ანტისამთავრობო გამოსვლები ერევანში გაგრძელდება, დააკავეს ოპოზიციის ლიდერები

access_time2020-11-12 15:07:44

სომხეთის ოპოზიციური ჯგუფები გეგმავენ გააგრძელონ საპროტესტო გამოსვლები და მოითხოვონ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმების გამო, რომლის მეოხებითაც დასრულდა ექვსკვირიანი ომი აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის მთიანი ყარაბაღისთვის, რომელიც 30 წელიწადის განმავლობაში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ იყო.

2 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს ოპოზიციის ათი ცნობილი ფიგურა „კანონსაწინააღმდეგო მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის სამხედრო მდგომარების დროს.

დაკავებულებს შორის არიან „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორი, პარტია "სამშობლოს" ლიდერი, არტურ ვანეციანი და დაშნაკთა პარტიის წევრი, იშხან საგატელიანი.

ოპოზიციამ დაგმო დაკავების ფაქტი. 10 ნოემბერს შეთანხმების გამოცხადების შემდეგ 10 ნოემბერს, დილით ადრე, განრისხებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სახელისუფლებო შენობებზე, მთავრობის სახლსა და პარლამენტზე.

ომის დასრულების შეთანხმებას უარყოფს ბევრი სომეხი, რადგან მის მიხედვით, აზერბაიჯანს შეუძლია დარჩეს მთიან ყარაბაღის მნიშვნელოვანი ნაწილში და ასევე რეგიონის მიმდებარე არეალებში, რომლებიც დაიკავა საბრძოლო მოქმედების დროს. კონფლიქტმა ათასობით პირი იმსხვერპლა ორივე მხარეს.


შეთანხმების გამოცხადებიდან შემდეგ დღეს დემონსტრაციაზე ერევნის ცენტრში, მიუხედავად სამხედრო მდგომარებისა, რომელიც კრძალავს დემონსტრაციებს, ფაშინიანს „მოღალატე“ უწოდეს.

რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს მარცხს სომხური ძალებისთვის, რომლებსაც ერევანი უმაგრებს ზურგს და რომელიც აკონტროლებდა რეგიონს, რომელზეც მათ მმართველობა დაამყარეს 1994 წელს აზერბაიჯანთან ომის შემდეგ.

ასეულობით რუსი ჯარისკაცი, სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი განთავსდა რეგიონში ხუთწლიანი მანდატით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

www.radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up