თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ხანმოკლე იქნება, მისი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა საქართველოზე შეუმჩნეველი იქნება

თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ხანმოკლე იქნება, მისი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა საქართველოზე შეუმჩნეველი იქნება

access_time2020-09-29 13:30:02

ყურადსაღებია აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების გავლენა, რადგან კონფლიქტის ფასი ყოველთვის არის: ნაციონალური ხარჯების ზრდა, შემოსავლების შემცირება, სავაჭრო სქემების ცვლილება, ეკონომიკური აქტივობის დაცემა, ფიზიკური და ადამიანური კაპიტალის რღვევა.


არსებითია ითქვას, რომ რეგიონული კონფლიქტის ეკონომიკური გავლენა დამოკიდებული იქნება ხანგრძლივობაზე,  მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაზე, რეგიონის მიერ პროცესებთან ადაპტირებასა და დეესკალაციის მექანიზმებზე.


ბუნებრივია საქართველო რეაგირებს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ქვეყანა ეკონომიკური და სავაჭრო აქტივობით კონცეტრირებულია აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე.



მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თუ დიდხანს არ გაგრძელდება, საქართველოზე მისი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა შეუმჩნეველი დარჩება, ხოლო თუ პროცესები 1 წელიწადზე მეტს გასტანს, მაშინ მისი ნეგატიური ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედება საქართველოზეც აისახება. თავის მხრივ, განგძრობადი რეგიონული კონფლიქტი:

  • ნეგატიურ გავლენას იქონიებს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებზე, ინფლაციურ პროცესებზე, საბიუჯეტო შემოსავლებსა და ეკონომიკურ აქტივობაზე;
  • შეარყევს დემოკრატიის ხარისხის, გამოიწვევს მთავრობის დისფუნქციურობას, გაზრდის ინსტიტუტუციურ გამოწვევებს;
  • გახდება წარმოების შემცირების, ფინანსური სექტორის გამოწვევების ზრდის, ბიზნეს ინტერესების ცვლილებისა და რეგიონის ბაზრების სხვა ბაზრებით ჩანაცვლების მისწრაფების მიზეზი;


აზერბაიჯანსა და სოხეთს შორის შეტაკებები დარტყმას მიაყენებს სავაჭრო შეთანხმებებს, საკრედიტო პირობებს, სავალუტო სივრცეს, საწარმოო აქტივობას. არსებული მოცემულობა გახდება მიზეზი, რის გამოც შემცირდება სახელმწიფო დახმარებების მოცულობა, გაიზრდება საომარი და თავდაცვის ხარჯები. ყოველივე აღნიშნული კი გაზრდის ფინანსურ და ეკონომიკურ რისკებს. ჯამში,  კონფლიქტი „არასდროს არაფერს არ ქმნის“ და ზრდის მხოლოდ არაპროდუქტიულ ხარჯს.


 დაბოლოს, რეგიონში მიმდინარე საბრძოლო რიტორიკის ფონზე, საჭიროა საქართველომ გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები და სამხედრო რესურსი (დაფინანსება).

 

ეკონომიკის დოქტორი,

რატი აბულაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up