„მთის ტრასების სააგენტო“ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად კომპანიის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

„მთის ტრასების სააგენტო“ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად კომპანიის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

access_time2022-05-22 09:14:35

„მთის ტრასების სააგენტო“ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად კომპანიის შერჩევის პროცესს ეხება. სააგენტო აცხადებს, რომ ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად შეირჩა კომპანია, რომელმაც პროექტის შესრულების ბიუჯეტი - 99.9 მლნ. ლარი წარმოადგინა, რითიც სახელმწიფოს მისცა საშუალება, დაეზოგა 37 მილიონ ლარზე მეტი და დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი.

„მთის ტრასების სააგენტოს“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად კომპანიის შერჩევის პროცესს ეხება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პროცესი ჩატარდა კონკურენციის წესებისა და შესყიდვის პროცედურის სრული დაცვით - ხელოვნური გათოვლიანების პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, „ემ თი ეიმ“ (ეკონომიკის სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტო“) ბაზრის კვლევის პროცედურები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) რეკომენდაციითა და კონკურსის წესით შერჩეული საპროექტო იტალიური კომპანია “Pro Alpe“ მიერ განისაზღვრა კურორტის გათოვლიანებისთვის საჭირო თანხის ოდენობა, რომელმაც ასევე გაიარა ექსპერტიზა.

ფასთა კვლევის შემდეგ, მიმდინარე წლის 5 მაისს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება მიეცათ წარმოედგინათ წინადადებები და დოკუმენტაციები. ინტერესი გამოხატეს კომპანიებმა - DemacLenko (91,939,038 ლარით) და TechnoAlpin (137,798,395 ლარით), ხოლო MND Group-მა (Sufag) უარი განაცხადა ფასის წარდგენაზე.

„ემ თი ეის“ 17 მაისს, 18:00 საათამდე, უნდა გამოევლინა შერჩეული პრეტენდენტი. 17 მაისს, 14:33 საათზე, TechnoAlpin-მა გამოაგზავნა ოფიციალური მეილი, სადაც მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ, ვინაიდან გათოვლიანების პროექტი იყო ყველაზე მასშტაბური და მათი პრიორიტეტი იყო საქართველოს მხარდაჭერა, შემოთავაზებული იყო ახალი ფასი -99,999,000.00 ლარი. ამასთანავე, კომპანია აღნიშნავდა იმასაც, რომ მათ განხორციელებული ჰქონდათ სრული სამუშაოები 2022 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც შანხაიში ჩატარდა.


ბაზრის კვლევის ჩასატარებლად შემუშავებული მოთხოვნების თანახმად, კომპანიებს უნდა წარმოედგინათ ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 550 მილიონი ლარის ფინანსური ბრუნვა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟის კუთხით, რადგან ეს იყო შესყიდვის ერთადერთი და მთავარი ობიექტი. კომპანია Demaclenko-ს მიერ მოწოდებული ფინანსური ბრუნვის დოკუმენტაციამ გამოცხადებული ბაზრის კვლევის მოთხოვნას ვერ უპასუხა. კომპანიამ წარმოადგინა HTI ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლები, რომელიც მოიცავს არამხოლოდ ხელოვნური გათოვლიანების წარმოება/მონტაჟის სისტემებს, არამედ საბაგიროს, თოვლსატკეპნი ტექნიკის და სხვა, ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ბრუნვებს. შესაბამისად, ეს ვერ ჩაითვალა მოთხოვნის დაკმაყოფილებად, რადგან შესყიდვის ობიექტი არის უშუალოდ გათოვლიანების სისტემა და ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს სხვა სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, კომპანიების მხრიდან ასევე წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 5 წლის განმავლობაში ხუთ საჯარო/სახელმწიფო კომპანიასთან განხორციელებული ხელოვნური გათოვლიანების სისტემის წარმოება/მონტაჟის პროექტი, ჯამური ღირებულებით 60 მილიონი ლარი, რაც „დემაკლენკომ“ ასევე ვერ დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

საბოლოოდ, DemacLenko-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის თანახმად, გაირკვა, რომ კომპანია ვერ აკმაყოფილებდა ბაზრის კვლევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბაზრის კვლევის მოთხოვნით კომპანიებს უნდა წარმოედგინათ iso სერთიფიკატები და DemacLenko-მ ვერც ამ კუთხით შეძლო სრულად წარმოედგინა აღნიშნული დოკუმენტები.

შესაბამისად, ხელოვნური გათოვლიანების მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად შეირჩა კომპანია, რომელმაც პროექტის შესრულების ბიუჯეტი - 99.9 მლნ. ლარი წარმოადგინა, რითიც სახელმწიფოს მისცა საშუალება, დაეზოგა 37 მილიონ ლარზე მეტი და დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რომელიც, მათ შორის, გულისხმობდა ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შექმნის გამოცდილებას ზამთრის ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასებზე.

2023 წელს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებას, რომლის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს შესაბამისი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს სათხილამურო კურორტების განვითარებას, რაც დადებითად აისახება სამთო კურორტების ცნობადობასა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა საორგანიზაციო საკითხი იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული 28 კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ყველაზე მასშტაბურია აქამდე განხორციელებულ პროექტებს შორის, სწორედ ამიტომ კომპანიის შესარჩევად შემუშავდა ისეთი კრიტერიუმები, რომ საფრთხე არ შექმნოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას და შეირჩა კომპანია, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია, რა მიზნებს ემსახურება დღეს გავრცელებული ინფორმაცია და ბრალდებები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up