მთის ტრასების სააგენტოს განცხადება

მთის ტრასების სააგენტოს განცხადება

access_time2023-01-27 18:25:28

გვსურს გამოვეხმაუროთ „ტვ პირველის“ ეთერში გასულ მასალას, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ზამთრის კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რადგან შესაბამისმა უწყებებმა ვერ შეძლეს კურორტების სათანადოდ მომზადება.“


ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის განცხადება მიზანმიმართულად ემსახურება არამხოლოდ საქართველოს კურორტების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას, მითუმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად ემზადება ფრისტაილის 2023 წლის ჩემპიონატის ჩასატარებლად და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან გვაქვს დადებითი შეფასებები როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე საორგანიზაციო ნაწილში.


გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბუნებრივი თოვლის არმოსვლის გამო, გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პროცესი დაიწყო მაშინვე, როგორც კი კლიმატურმა პირობებმა მოგვცა ამის შესაძლებლობა (ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია დაბალი, მინუს ტემპერატურა) - 2022 წლის 21 დეკემბრიდან ჩვენი გუნდი 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ მოემზადებინა სასრიალო ტრასები. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ხელოვნური თოვლის დაგროვების შედეგად, მიმდინარე წლის 11 იანვარს გაიხსნა სნოუპარკის ტრასა, ხოლო 13 იანვარს - გუდაურას სასრიალო ტრასა. მიმდინარე პერიოდში ბუნებრივი კლიმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გუდაურისა და სნოუპარკის ტრასებმა სრულყოფილად იფუნქციონიროს - ხელოვნური გათოვლიანების სისტემები ჩართულია და სასრიალო ტრასები იდეალურად არის მომზადებული.


2023-2024 წლებში გუდაურში კიდევ 2 სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, რაც, ჯამში, მოგვცემს საკმაოდ დიდ სასრიალო არეალს.


გარდა ამისა, უკვე დამონტაჟებულია 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში (დიდველის, კოხტასა და მიტარბის არეალში), სადაც წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პროექტი ერთიან კონტრაქტში მსოფლიოს მასშტაბით არ განხორციელებულა.


ასევე აღსანიშნია, რომ ბაკურიანში აქტიურად მიმდინარეობს საშეჯიბრო ტრასების გათოვლიანება, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენებულია სამი ახალი საბაგირო, ასევე წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი, რომელიც აუცილებელია ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. სულ გაკეთებულია 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილია სპეცტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.


ინფორმაციისთვის აქვე განვმარტავთ, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელია შესაბამისი კლიმატი - იმისთვის, რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემებით სასრიალო ტრასები კარგი თოვლით დაიფაროს, საჭიროა მაქსიმალურად დაბალი (მინუს) ტემპერატურა, ასევე უნდა იყოს ჰაერის დაბალი ტენიანობა და არ უნდა ქროდეს ძლიერი ქარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭიროა წყლის დიდი რაოდენობა.


აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმონ და ისე მიაწოდონ საზოგადოებას ზამთრის კურორტებთან დაკავშირებული ინფორმაცია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up