მთის ტრასების სააგენტოსა (M.T.A) და ფრანგულ კომპანია „Cluster Montagne“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მთის ტრასების სააგენტოსა (M.T.A) და ფრანგულ კომპანია „Cluster Montagne“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2022-05-02 14:25:01

 საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (M.T.A) და ფრანგულ კომპანია „Cluster Montagne“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სამთო ტურიზმის, ოთხსეზონური კურორტების, დივერსიფიცირებული და ინოვაციური პროდუქტების განვითარებასა და ხელშეწყობას. ასევე, პროფესიულ გადამზადებას, მარკეტინგულ აქტივობებს, სამთო ტურიზმის პოპულარიზაციასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა - ირაკლი ჭირაქაძე ფრანგული კომპანია „Cluster Montagne“-ის მიწვევით, საქმიანი ვიზიტით საფრანგეთს „Mountain Planet“-ის გამოფენას ეწვია.



აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმია სამთო ტურიზმის სფეროში, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო ინდუსტრიის რამდენიმე ასეული დელეგატი - კერძოდ, ფინეთის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, სლოვაკეთის, კანადის, აშშ-ს, იაპონიის და სხვა ქვეყნების სათხილამურო კურორტები და საერთაშორისო კომპანიები. ასევე ვიზიტის ფარგლებში „ემ თი ეის“ დირექტორმა მოინახულა საფრანგეთის ალპების სამი კურორტი: ალ დუეზი, დეზ ალპი და ლა გრავი. ირაკლი ჭირაქაძეს მასპინძელმა მხარემ აღნიშნული კურორტების პოტენციალი, განვითარების გეგმები, ოპერირებისა და მართვის სპეციფიკები გააცნო - სამომავლოდ ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს მთის კურორტებს პროექტებისა და დივერსიფიცირებული პროდუქტების განვითარებაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up