მთლიან ინფლაციაში ადგილობრივის წილი 5.6%-ია, ხოლო იმპორტირებულის 3%-ი

მთლიან ინფლაციაში ადგილობრივის წილი 5.6%-ია, ხოლო იმპორტირებულის 3%-ი

access_time2022-11-10 20:00:44

2022 წლის მესამე კვარტლის ჭრილში, მთლიან ინფლაციაში ადგილობრივი ინფლაციის წვლილი 5.6 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო იმპორტირებული ინფლაციის წვლილმა 3.0 პროცენტი შეადგინა. როგორც ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული დინამიკა გამოწვეულია სურსათზე ფასის მომატებით და სამომხმარებლო კალათაში სასურსათო საქონლის ჯგუფის მიერ შედარებით მაღალი წონის დაკავებით.


აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში პირველი და მესამე კვარტლებისგან განსხვავებით როგორც ადგილობრივი ისე იმპორტირებული იმფლაციის კლებაა. 

I კვარტალის ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პირველი კვარტლის ჭრილში, მთლიან ინფლაციაში ადგილობრივი ინფლაციის წვლილი გაუტოლდა 6.3 პროცენტს, ხოლო იმპორტირებული ინფლაციის წვლილმა შეადგინა 3.6 პროცენტი. 

II კვარტალის ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვაში კი წერია, რომ 2022 წლის მეორე კვარტლის ჭრილში, მთლიან ინფლაციაში ადგილობრივი ინფლაციის წვლილი გაუტოლდა 6.4 პროცენტს, ხოლო იმპორტირებული ინფლაციის წვლილმა შეადგინა 3.3 პროცენტი.


ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან შეინიშნება წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მნიშვნელოვანი გადაჭარბება. აღნიშნულის მიზეზს ძირითადად წარმოადგენს მიწოდების მხარეს არსებული ფაქტორები, როგორიც არის საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაძვირებული პროდუქცია და გლობალურად სატვირთო ტრანსპორტირების ხარჯების მკვეთრი ზრდა.



„ამავე დროს, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა იქონია კომუნალური გადასახადების ცვლილებამ, რადგან სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ აღნიშნული საქონლის ინფლაციის მაჩვენებელი იმაზე მეტად გაზარდა, ვიდრე თავდაპირველი შემცირება იყო და მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის მატება გამოიწვია. ინფლაციაზე ასევე გავლენას ახდენს მნიშვნელოვნად გააქტიურებული შიდა მოთხოვნა, რომელიც აღარ არის ინფლაციის შემამცირებელი ფაქტორი როგორც ეს იყო წინა პერიოდებში, ეკონომიკური ვარდნის დროს. გლობალური ინფლაცია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების განხილვის საკითხს. საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულის, ნავთობის, გაზის ფასების ზრდამ და მნიშვნელოვანმა ფისკალურმა სტიმულებმა გამოიწვია ინფლაციური წნეხის ზრდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზის მიხედვით (ოქტომბერი, 2022), მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მსოფლიო ინფლაცია გაიზრდება ივლისის პროგნოზის 8.3 პროცენტიდან 8.8 პროცენტამდე, თუმცა მოსალოდნელია 2023 წელს მისი 6.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 4.1 პროცენტამდე შემცირება.


 2022 წლის მესამე კვარტალში წლიურმა ინფალციამ შეადგინა 11.3 პროცენტი. აღნიშნული ზრდა მნიშვნელოვნად არის გამოწვეული საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სასურსათო პროდუქტების მზარდი ფასებით, რაც აისახება ადგილობრივ ფასებში და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის გაუქმებით.


ამავე დროს, წინა პერიოდებში გაუფასურებული ლარის გაცვლითი კურსის ზეგავლენით, მაღალ დონეზე რჩება იმპორტირებული ინფლაცია. საბაზო ინფლაცია (თამბაქოს გარეშე) კი მესამე კვარტალში გაუტოლდა 7.2 პროცენტს“, - აღნიშნულია III კვარტალის ეკონომიკური ტენდენციების მიმოხილვაში. 


როგორც ცნობილია, 26 ოქტომბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრებულ დონეზე, 11 პროცენტზე დატოვების შესახებ, ფასების შემდგომი მომატების მოლოდინების ზეწოლის შესამსუბუქებლად.


თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up