2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.78 მილიარდი ლარია.
წმინდა ამონაგები, კი 397 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 337 ათასი ადამიანია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,701 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 6,698,273 ლარს შეადგენს.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% - ლარში.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:
სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 65.4%;
ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციები - 13.5%;
აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.7%;
გლობალურ აქციები - 7.9%;
მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები - 3.6%;
ევროობლიგაციები - 0.9%.