მთლიანობაში შრომის ინსპექციის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფორმამ იმუშავა საკმაოდ კარგად - ნატო ნათენაძე ე.წ. ტაბელების წარმოებაზე

მთლიანობაში შრომის ინსპექციის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფორმამ იმუშავა საკმაოდ კარგად - ნატო ნათენაძე ე.წ. ტაბელების წარმოებაზე

access_time2022-11-09 23:00:47

დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვა ანუ ე.წ. ტაბელების წარმოება გამარტივდა. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ შესავსები სავალდებულო გრაფების რიცხვი 18-დან 10-მდე შემცირდა. შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „კომერსანტის დილაში“ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ნატო ნათენაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის ამოქმედების შემდეგ უწყებას მთელი რიგი დარღვევები აქვს გამოვლენილი.


„შრომის ინსპექციის სამსახურსაც მთელი რიგი დარღვევები აქვს გამოვლენილი ზუსტად ფორმის წარმოების საფუძველზე, რადგანაც სწორედ ფორმიდან უფრო ნათელი გახდა ამ დარღვევის არსებობის საკითხი. და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ფინანსური დარღვევები, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით შესაძლოა 1 მლნ-ზე მეტ ოდენობასაც შეიძლება უტოლდებოდეს“, - ამბობს ნატო ნათენაძე.


შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ამბობს, რომ დღეს არსებული ფორმა არის მოქნილი იმისთვის, რომ ყველა ის ღირებულებითი ნაწილი, ყველა ის უფლება რასაც აქამდე ძველი ფორმა არეგულირებდა შინაარსობრივად ისევ ასასახი და დასამუშავებელია, მაგრამ უფრო მოქნილად.


„ტექნიკურადაც, რომ შევეხო ამ თემას წინა ფორმა შედგებოდა 18 გრაფისგან. დღევანდელი ფორმა შედგება 10 გრაფისგან. შესაბამისად შემცირდა საწარმოებელი, დასაჯამებელი მონაცემების რაოდენობა. თუმცა ეს არ მომხდარა დასაქმებულთა უფლებების გაუარესების ხარჯზე.



შრომის ინსპექციის სამსახური ინსპექტირებებს ახორციელებს, როგორც შემოსული საჩივრების საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, როგორც გეგმური ასევე არაგეგმური ინსპექტირებების ფარგლებში“, - ამბობს ნათენაძე.


ნატო ნათენაძემ რადიო „კომერსანტთან“დასაქმებულის მიერ ნამუშევარი დროის აღრიცხვის ანუ ე.წ. ტაბელების წარმოების ამოქმედების მნიშვნელობის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მთლიანობაში შრომის ინსპექციის პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფორმამ იმუშავა საკმაოდ კარგად.


„ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით პირველ რიგში გაიზარდა ცნობიერების ამაღლება დასაქმებულების. ზუსტად გაცნობის მექანიზმი, რომელიც ამ ფორმას აქვს ჩადებული ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად ითვალისწინებდა იმას, რომ დასაქმებულები ყოველი თვის ბოლოს ეცნობოდნენ თვის ჭრილში განხორციელებულ საქმიანობას და ამოწმებდნენ რამდენად სათანადოდ ფასდებოდა მათი შრომა. იღებდნენ თუ არა იმ რაოდენობის შრომის ანაზღაურებას რაც ეკუთვნოდათ ან ზეგანაკვეთურს“, - ამბობს ნათენაძე.


შეგახსენებთ, სამუშაო დროის აღრიცხვის წესი ქვეყანაში 2021 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყანაში მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, ყველა კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს თანამშრომელთა ნამუშევარი საათები, რათა ზუსტად განისაზღვროს ხელფასის, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და შვებულების ანაზღაურების ოდენობა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up