მურმან მარგველაშვილი ჰესებზე: არასწორია, როცა მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეებს ვუყურებთ

მურმან მარგველაშვილი ჰესებზე: არასწორია, როცა მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეებს ვუყურებთ

access_time2022-06-06 15:00:00

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ენერგოდამოკიდებულება რომ შეამციროს, მნიშვნელოვანია ჰესების მშენებლობა.


„გრძელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ ჩვენს ქვეყანას, განვითარება და თვითკმარობა სჭირდება, რადგან არ ვიყოთ უმწეოდ დამოკიდებული ვინმეზე, მეზობელზე, მტერი იქნება, თუ მოყვარე. სრული დამოუკიდებლობა ვერ გვექნება, მაგრამ რისკები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.


მისი თქმით, ჰესების მშენებლობის დროს მხოლოდ გარემოსდაცვით ფაქტორებზე არ უნდა გამახვილდეს ყურადღება.


„არასწორია, როდესაც მხოლოდ გარემოსდაცვით მხარეს ვუყურებთ. ეს საკითხი სხვა დანარჩენ სარგებელს უნდა შევადაროთ. ჩვენთან სამწუხაროდ ეს ბალანსი დარღვეულია. რაც ღმერთმა მოგვცა, უნდა გამოვიყენოთ - რა თქმა უნდა გონივრულად, დაბალანსებულად. უნდა ვიფიქროთ ეკონომიკის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე. ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს. ჩვენი მოხმარება 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის. რატომ უნდა იყოს ასე?! ე.ი. რაღაცას ვიკლებთ“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.


მისი განცხადებით, ჰესების მშენებლობასთან და სარგებელთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს.



„ჩვენი საზოგადოება თუ ნაკლებად იქნება ორიენტირებული გადაბრალებაზე და ეცდება, ყველაფერში გაერკვეს, მით უფრო წინ წავალთ და ბედნიერი ქვეყანა ვიქნებით.


ჩვენ ახლა ვაკეთებთ საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტს და ძალიან გვინდა, ეს ფართო განხილვის საგანი გახდეს, რადგან იქ ჩვენ მთავარი ხედვები ჩავდეთ - რა სჭირდება ქვეყანას, რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდეს და მერე აქედან გამომდინარე, როგორ ავაწყოთ ჩვენი გეგმები. ძალიან კარგი იქნება, თუ საზოგადოებასთან ფართოდ საუბარს მოვახერხებთ ამ თემებზე, რათა დავინახოთ, რა არის ჩვენი ქვეყანა, საით მიდის და რა სჭირდება განვითარებისთვის“, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.


მისი თქმით, დღეს ბევრად ნაკლები რესურსია ათვისებული, ვიდრე ამის საშუალებაა.


„საუბრობენ, რომ დაახლოებით 20-25% არის ათვისებული, მაგრამ ამ რიცხვს ბევრი განმარტება უნდა მოჰყვეს. ყოველშემთხვევაში, დღეს ბევრად ნაკლებია ათვისებული, ვიდრე ამის საშუალება არის“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.


წყარო: business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up