მურმან მარგველაშვილი ნამახვანჰესზე: სახელმწიფოს ფუნქცია კერძო ბიზნესის საქმის კეთება არ არის

მურმან მარგველაშვილი ნამახვანჰესზე: სახელმწიფოს ფუნქცია კერძო ბიზნესის საქმის კეთება არ არის

access_time2022-06-15 20:00:00

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ეფექტური იყო.


"ჩვენ გავუშვით ეს შესაძლებლობა. იმ თანხად, რაზეც შეპირებული გვყავდა ინვესტორი, ახალ სიტუაციაში, ეს შეიძლება ვეღარ გავაკეთოთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნამახვანჰესი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საჭირო პროექტად საქართველოს ენერგეტიკაში", - აცხადებს მურმან მარგველაშვილი "ბიზნესპარტნიორთან".


ნამახვანჰესის პროექტის პირობებთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად სათანადო ექსპერტიზა გაკეთდა პროექტთან დაკავშირებით - საფრთხეები არამეცნიერულად და არაპროფესიული კუთხით იყო გაჟღერებული.


"ჩვენი განვითარების მთავარი გასაღებია მეტი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ",- აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.


ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესი სახელმწიფოს ჩართულობით არ უნდა აშენდეს და ფული ინვესტორმა უნდა დახარჯოს.



მურმან მარგველაშვილი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოს ფუნქციაა სწორი ორგანიზება.


"საერთოდ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის კერძო ბიზნესის საქმის კეთება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო - შემოტანილი თანხა ის არის, რაც ჩვენს ეკონომიკას ემატება და ზრდის. ჩვენ თუ რაიმე თანხა გვაქვს, შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში გამოვიყენოთ, მათ შორის ბევრად სტრატეგიულ სფეროში, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ჯანდაცვა და ა.შ. სახელმწიფოს რესურსები არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც შეიძლება გამოვიყენოთ გარედან შემოტანილი დამატებითი ფული. თანხა, რომელიც შემოდის, ვიღაცას ხელფასად მიეცემა, მოხმარდება გადასახადს, ჩვენი რესურსების ათვისებას, ჩვენთან კი, რჩება ობიექტი", - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა $800 მლნ-იანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელებაზე თქვა უარი. ENKA Renewables-მა ასევე განაცხადა, რომ საქმე არბიტრაჟში გადაინაცვლებდა.


ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.


მას შემდეგ, მთავრობამ არაერთგზის განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს და ის სახელმწიფოს დიდი ჩართულობით განხორციელდეს, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტყილება ამ განცხადებას ჯერ არ მოყოლია.


წყარო: business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up