დღეს მურმანსკში, 35-ე გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვზე“, რომელსაც სარემონტო სამუშაოები უტარდება, ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძრის ლიკვიდაციაში ყველა შესაბამისი სამსახურია ჩართული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურმანსკში დაიწყო ოპერაცია ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვის“ ნავსადგურიდან გაყვანის მიზნით.
„ადმირალ კუზნეცოვზე“ გაჩენილ ხანძარს მეორე რანგი აქვს მინიჭებული.
რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის წარმომადგენლის ცნობით,ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.