მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან - „არემჯი“

მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან - „არემჯი“

access_time2022-11-11 19:55:13

„არემჯი“ მუშევანის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს.


„მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, რომელიც არ ემსახურება სოფელ მუშევანის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. შესაბამისად კიდევ ერთხელ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს. აღნიშნული დასტურდება გზშ-ს საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეო გადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეო გადაღება ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოუწოდებთ მათ გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.


გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.



ჩვენ ასევე წლებია ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება ნებართვის არ გაცემის საფუძველი გამხდარიყო.


გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას და უკვე გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს და მომავალშიც აუცილებლად იგრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.


კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვავაში მედიას და არასამთავრობო სექტორს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მუშევანის პროექტის სანებართვო პირობებთან დაკავშრებით. ასევე, იმ მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, რომელიც სოფელ მუშევანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს“, - აცხადებენ კომპანიაში.



თეგები:
არემჯი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up