მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

access_time2021-09-04 11:44:19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ჩხორწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო


2017 წლიდან,მუხურის მეფუტკრეობის ბაზა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს და უნიკალურ სანაშენე მასალას აწარმოებს.  


„მუხურის მეფუტკრეობის საცდელ მეურნეობას 70-წლიანი ისტორია აქვს. აქ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სადედე ფუტკრის გამოყვანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული მიმართულება განვითარდეს, რასაც მუხურის მეფუტკრეობის ბაზის წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული უნიკალური ჯიშების შენარჩუნება და გავრცელება მოხდეს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.



მუხურის ბაზაზე ქართული ფუტკრის აღდგენითი სამუშაოების გარდა, ფუტკრის გენეტიკური პასპორტიზაცია, მისი პოპულარიზაცია და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება მიმდინარეობს. ფუტკრის მეგრული პოპულაცია განსაკუთრებული შრომისუნარიანობით, მაღალი პროდუქტიულობით, სუსტი ღალის კარგი გამოყენებით და გრძელი ხორთუმით გამოირჩევა.


ბაზაზე, 2017 წლიდან დღემდე, სანაშენე და რეპროდუქტორი ფუტკრის ოჯახებიდან,  გამოყვანილია  1700-მდე დედა ფუტკარი, ყოველ წლიურად კი, ფერმერებისთვის, განაყოფიერებული დედა ფუტკრის გადაცემა მიმდინარეობს. ბაზა აქტიურად არის ჩართული მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში და რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ.


მუხურის სახელმწიფო საჯიშე მეურნეობა 1949 წელს შეიქმნა. მეურნეობა ახორციელებდა ქართული დედა ფუტკრის გამოყვანას, ამანათნაყრების წარმოებას და მათ მრავალ ქვეყანაში ექსპორტს ახდენდა.აღნიშნული ბაზის აღდგენა 2017 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up