როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ფასების რეგულაცია - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას ჯანდაცვის უწყებასთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია

როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ფასების რეგულაცია - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას ჯანდაცვის უწყებასთან კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია

access_time2023-03-30 20:30:36

„ჩვენი, ანუ მწარმოებლების მთავარი ინტერესი არის ის, რომ სექტორში რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა იყოს, მიწოდების ჯაჭვები არ დაზარალდეს და მომხმარებლის ჯიბეზე და ხარისხზე არ აისახოს“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში ფარმაცევტულ კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით სექტორი მიესალმება კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწყებულ მოკვლევას იმასთან დაკავშირებით მოხდა თუ არა იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების შეთანხმებულად აწევა.

„კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, რასაც ყველა მივესალმებით, ორი კვირის წინ, როცა ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა საუბრობდა იმაზე, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის აწევა მოხდა, ამას მაშინ არ მოჰყოლია ქმედითი ნაბიჯები. კითხვა მდგომარეობს შემდეგში, როგორ მოხერხდა ის, რომ 3-4 თვე მედიკამენტებზე ფასი დაიწია, მაგრამ როგორც დისტრიბუტორები იძახიან ამის შენარჩუნება ხანგრძლივად ვერ მოხდა. მთავარი კითხვა არის ის თუ რა ელოდება პაციენტს უახლოეს მომავალში და შეთანხმებულია თუ არა ეს ქმედება? კონკურენციის სააგენტომ შეიძლება დაადანაშაულოს ის კომპანიები იმ შემთხვევაში თუ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ის კომპანიები, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან აქტიური კონკურენცია აქვთ და აგრესიულიც, ასეთი ტიპის ქმედებას თანხმდებოდნენ. აქაც რჩება კითხვა, როგორ ხდება მაშინ რომ ერთნაირი ფასებია. ესეთ მედიკამენტებს მითუმეტეს ონკოლოგიურს ჰყავს ორი სამი მომწოდებელი, რომელიც ყველა ამ კომპანიას აძლევენ ერთ და იმავე ფასში“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის თქმით, მოსახლეობისთვის მედიკამენტების შემცირებული ფასებით მიწოდება უნდა მოხდეს თანამშრომლობით მთავრობასა და ბიზნესს შორის და არა დაძაბული რიტორიკით. მისივე თქმით ფარმაცია ბევრ ქვეყანაში რეგულირებადი სფეროა და ამის მიღწევა საქართველოშიც შესაძლებელია, თუმცა ამას მეტი კომუნიკაცია სჭირდება და არა ერთი მხრიდან მეორის დადანაშაულება.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს, ყველას აწყობს ამის დარეგულირება და თუ ვინმემ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას ზომები აუცილებლად მისაღებია.


სახელმწიფო გვეუბნება , რომ ჩვენ გვექნება მექანიზმი, რომ მყისიერად ვიმოქმედოთ თუ გვაქვს ფასის მომატება, ბევრ ქვეყანაში არის ფასთა რეგულაციის კომპონენტი, როცა რეგულირდება ფასი შეძენის ფასსა და საბითუმო ფასს შორის, ანუ დისტრიბუტორი და იმპორტიორი ვერ ამატებს იმდენს, რამდენიც უნდა პროცენტულად. ამ თემაზე კონსულტაციები ჯერ არ გვქონია, ამიტომ მე გამიჭირდება თქმა, თუ რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულად, თუმცა ერთ-ერთი ლოგიკური მიმართულება შესაძლებელია სხვა ქვეყნების გამოცდილებით გავაკეთოთ. ეს არის ფასთა რეგულაცია, მარჟის რეგულირება შეძენის ფასსა და საბითუმო ფასს შორის.

ჩვენ ასოციაციას კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, ახლაც მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, რადგან ამ სფეროს ანალიზი ძალიან რთულია,“- აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ჰოლდინგურ სტრუქტურებს , მარგველაშვილი აღნიშნავს ამ მიმართულებით რისკები არსებობს, რაზეც საუბარი უკვე წლების განმავლობაშია.

„როცა ერთ კომპანიას აქვს საბითუმო, საცალო და ჰოსპიტალური სექტორი, რა თქმა უნდა რისკები არის. ამ ჰოლდინგების შექმნას აქვს რთული ისტორია, არ ვაპირებ არავის ადვოკატირებას, ეს მათი საქმეა, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ჰოსპიტალურ სექტორში ფარმაცევტული სექტორი შევიდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სთხოვა, ჰოსპიტალური სექტორის გადარჩენა, ეს ხდებოდა დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც საქართველოში არ იყო არც ერთი საავადმყოფო რომელიც გადასარჩენი არ იყო და შესაბამისად დაჟინებული თხოვნაც იყო, ამიტომაც მოხდა ეს. მას შემდეგ მათ განავითარეს ეს სექტორი და ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ქსელებზე, რისკები არის, მაგრამ თუ ჩვენ ამ ჰოლდინგურ სისტემას შევეხებით და დაშლაზე იქნება საუბარი, მთავარი კითხვაა, თუ რა მოხდება შემდეგ? ჩვენ პაციენტს და წამლების მიწოდების ჯაჭვებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.

თუ სახელმწიფო შეეცდება რომ კერძო სექტორი უფრო ფართოდ ჩაანაცვლოს ეს ძალიან დიდ პრობლემებთან მიგვიყვანს, შეიძლება ჰოლდინგების მიმართ რაღაცები გავამკაცროთ, მაგრამ თუ პირდაპირ დაშლაზეა საუბარი. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან მერე რა მოხდება. არ ვიცი“ - აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up