მწეველთა რაოდენობის შემცირების  ეფექტური გზა -გაიზიარებს ავსტრალია ახალი ზელანდიის გამოცდილებას?

მწეველთა რაოდენობის შემცირების ეფექტური გზა -გაიზიარებს ავსტრალია ახალი ზელანდიის გამოცდილებას?

access_time2021-12-06 14:45:48

თამბაქოს მოხმარება ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება, მიუხედავად ამისა, მწეველთა 70% ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ამ პრობლემასთან გამკლავებას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებული მიდგომებით ცდილობს. თუმცა, დღეს მსოფლიოში 1.3 მილიარდი მწეველია და ჯანმოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2025 წლამდე მეტწილად უცვლელი დარჩება.

 

ახალ ზელანდიაში მწეველთა რაოდენობის კლება 2012 წლიდან შეინიშნებოდა. 2012-2015 წლებში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 18.2%-დან 16.6%-მდე შემცირდა. 2015 წლიდან 2020 წლამდე კი - 3.2 პროცენტული პუნქტით დაეცა და 13.4%-ს გაუტოლდა. შესაბამისად, 8 წელიწადში მწეველთა რაოდენობამ 4.8 პროცენტული პუნქტით დაიკლო.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ახალ ზელანდიაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 13.7%-დან 10.9%-მდე შემცირდა. თითქმის 3%-იან კლებას ექსპერტები ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირებენ, რომლის თანახმად, ახალი ზელანდიის მთავრობამ ქვეყანაში ნიკოტინის შემცველი უკვამლო მოწყობილობების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

ახალი ზელანდიის მსგავსი რეგულაციების დაწესებას ითხოვენ ავსტრალიის სამომხმარებლო მაღაზიების ასოციაცია (AACS), ავსტრალიის ლატარიისა და გაზეთების ასოციაცია (ALNA), და სასურსათო ოსტატთა ასოციაცია (MGA). ამ მიზნით ისინი ავსტრალიის მთავრობას საერთო განცხადებით მიმართავენ - წერს გამოცემა Convenience & Impulse Retailing-ი.

 


ავსტრალიის სამომხმარებლო მაღაზიების ასოციაციის (AACS) აღმასრულებელი დირექტორის, ტეო ფუკეარის (Theo Foukkare) თქმით, ახალი ზელანდიის მოდელი აჩვენებს, რომ ნიკოტინის შემცველ ელ. სიგარეტებსა და უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდის შედეგად, მომხმარებელი თავს ანებებს ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას და მას თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობებით ანაცვლებს.

 

“რაც უფრო მეტ აკრძალვას ვაწესებთ პროდუქტზე, მით უფრო მეტად იზრდება მისი შავ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ავსტრალიაში აკრძალულია, თუმცა მათი მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს არ არსებობს რეგულაცია, რომელიც გააკონტროლებს ქვეყანაში მოწყობილობის იმპორტიორებს და იმას, თუ რას შეიცავს აღნიშნული პროდუქტი”, - ამბობს AACS-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ასოციაციების ერთობლივი განცხადების თანახმად, ორგანიზაციები მოუწოდებენ ავსტრალიის მთავრობას, დანერგოს ახალ ზელანდიაში მოქმედი თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების  რეგულაციების მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის შემცირებასა და მოწყობილობების ლეგალურად იმპორტის შესაძლებლობას.

 

“ჩვენ მოვუწოდებთ ავსტრალიის მთავრობას, დანერგოს მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პასუხისმგებლობის მქონე მოვაჭრეებს, განახორციელონ მოწყობილობის იმპორტი - ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს შავი ბაზრის მოცულობის შემცირებას და ელ. სიგარეტებისა და თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების ქვეყანაში კანონიერ შემოდინებას”, - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

დამატებითი ინფორმაცია: ავსტრალიაში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა 2016 წელს 12.8% იყო. კლების ტენდენციის მიუხედავად, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 3 წელიწადში მხოლოდ 1.2%-ით დაიკლო და 2019 წლისთვის 11.6%-ს გაუტოლდა. მწეველთა რაოდენობის კლების დაბალი ტენდენციის მიუხედავად, 2021 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ნიკოტინის შემცველი სითხეებითა და ელ. სიგარეტებით ვაჭრობაზე აკრძალვა დაწესდა და ავსტრალიაში  მოწყობილობების სამედიცინო დანიშნულების გარეშე იმპორტი არალეგალური გახდა.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up