„მწვანე კვირეული 2023

„მწვანე კვირეული 2023" ბერლინში - გამოფენის გახსნის ღონისძიებას ოთარ შამუგია დაესწრო

access_time2023-01-23 13:00:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას  დაესწრო.


გამოფენის „მწვანე კვირეული"  მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.


ქართველი მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და კიდევ არაერთი ქართულს პროდუქციას აცნობენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს.



„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია. შესაბამისად, პოპულარიზაციის კამპანიისთვის ეტაპობრივად ვზრდით ბიუჯეტს, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მაღალი კლასის მარკეტინგულ კომპანიებთან, რითაც ხელს ვუწყობთ ჩვენს მეწარმეებს, საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილები იყვნენ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იაპონიაში, ჩინეთში, საუდის არაბეთში. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ქართული აგრარული პროდუქციის ცნობადობა მსოფლიო ბაზარზე, გავხადოთ ის მოთხოვნადი, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის, სტაბილურად მზარდი იყოს ექსპორტის მაჩვენებლები“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა. შეხვედრები გაიმართა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურ მინისტრ ჯემ ოსდემირთან, ბერლინის მერ ფრანცისკა გიფისთან, ევროკომისართან სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკისთან, ასევე, ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ და უზბეკ კოლეგებთან.


გამოფენაში „მწვანე კვირეული 2023" მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.


ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობს, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 400,000-ს აჭარბებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up