რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ე.წ. მწვანე პასორტი გასაუქმებელია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ე.წ. მწვანე პასორტი რეალურად „არაფრის მაქნისია“.
ბურჯანაძე ხაზს უსვამს, რომ ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა.
რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი იწონებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიდგომას, რომელმაც პანდემიის ფონზე ქვეყანა არ ჩაკეტა.
„სარესტორნო ბიზნესის გაჩერება და დღეს არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში შეიძლება ითქვას, რომ რეგულაციები უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დამეთანხმებით, რომ შეზღუდვები, რაც დღესდღეობით ფურცელზეა დაწერილი და ასევე ის შეზღუდვები, რაც „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ, ფიქციაა. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით ეკონომიკა ჩერდებ, კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, თანამშრომლები კარგავენ სამუშაო ადგილებს. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალებისა, რომელბიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს.
დღეს, ამირან გამყრელიძის და პაატა იმნაძის სახით, ეს ადამიანები მხოლოდ ფიქცია არიან. ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია დღეს ისე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ შედეგები, რომელსაც ვითვლით სტატისტიკით. მხოლოდ სტატისტიკისტები არიან გამყრელიძე და იმნაძე. მართვის მხრივ ერთადერთი რესტორნების შეზღუდვა აქვთ, რომელიც არაფრის შემჩერებელია. ქვეყანა არ ჩაკეტა, ქვეყანა ამოვიდა იქიდან სადაც ვიყავით და ეკონომიკა ამუშავდა. დღესე ე.წ. მწვანე პასპორტიც თუ მოიხსნება რეალურად ათასობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და სამუშაო ადგილების გადარჩენის შესაძლებლობა იქნება“, -აცახდებს ბურჯანაძე.