მწვანე პასპორტების ამოქმედებამ რესტორანი “ტერასა“ გაკოტრების პირას მიიყვანა

მწვანე პასპორტების ამოქმედებამ რესტორანი “ტერასა“ გაკოტრების პირას მიიყვანა

access_time2021-12-13 17:00:30

ქვეყანაში მწვანე პასპორტების ამოქმედებამ ზაჰესში არსებული რესტორანი ტერასა გაკოტრების პირას მიიყვანა. როგორც “კომერსანტს“ რესტორნის მეპატრონემ დათო შაინიძემ უთხრა, რესტორანმა მომხმარებელთა ის მცირე რაოდენობაც ვერ შეინარჩუნა, რაც 1-ელ დეკემბრამდე ჰყავდა.

 


„მომხმარებელთა რაოდენობა შეგვიმცირდა კი არა, სავალალო შედეგამდე მივედით, დაკეტვის პირას ვართ. ვფიქრობ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ვისაც ეს საკითხი ეხება, ამაზე არ მსჯელობს.

სიმართლე გითხრათ, ჩემი პოზიცია წინააღმდეგობრივია, რადგან თუ მწვანე პასპორტიანი შემოვა, შესაძლოა იმ მომენტში ვირუსის მატარებელი იყოს ისე, რომ არ იცოდეს და გაავრცელოს ეს ვირუსი. შესაბამისად, მწვანე პასპორტების ამოქმედება ამ პრობლემას არ ჭრის.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სხვა ბერკეტებია საჭირო, დღეს საზოგადოება ორად არის გაყოფილი, ნაწილს უნდა აცრა, ნაწილი არ იცრება, ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს, აქედან გამომდინარე ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, რადგან რეგულაციები პირდაპირ ურტყამს ამა თუ იმ ბიზნესს და კონკრეტულად ჩვენ რესტორანსაც. ჩვენ დაგვიდეს დოგმა, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, ჩვენ კი ვხელმძღვანელობთ, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ შესაბამისი მომხმარებელი არ არის? დღეს რესტორანს მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს. ამ სიტუაციაში რთულია, რომ ჩვენ რამე გამოსავალი ჩვენით ვიპოვოთ“, - აღნიშნა დათო შაინიძემ

 



კითხვაზე, ხომ არ შესთავაზებს რესტორანი ტერასა მომხმარებლებს სწრაფ ტესტებს, დათო შაინიძე პასუხობს, რომ სწრაფი ტესტების შეთავაზება ბიზნესის მხრიდან დამატებთ რესურსს მოსთხოვს. გარდა ამისა, რესტორნის ხელმძღვანელს მის სანდოობაში ეჭვი ეპარება.

 

„სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით მომხმარებელთა მიღება კი დაშვებულია, მაგრამ ჩვენ ამაში რეალურს ვერაფერს ვხედავთ, მეც გადავიტანე კორონავირუსი და თავიდან სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი მიჩვენა. არარეალურად მეჩვენება და თან გეგმურად არ იქნება ეს გამართლებული. გარდა ამისა, არაპროფესიონალსაც ვერ გააკეთებინებ ტესტს, მედიკოსი გჭირდება, გარემო გჭირდება, რომელიც ჰიგიენურ პირობებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელსაც რიგში ვერ დააყენებ. ძალიან რთული და ქაოტური ამბავია.

სწრაფი ტესტები მთავარ პრობლემას არ აღმოფხვრის და ის ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს, ამით უბრალოდ თვალებს ვიხვევთ. ჩვენ ასე ზედაპირულად ვერ ვუდგებით საქმეს და ბიზნესის თვალით რომ შეხედო, ეს ხარჯებს გაზრდის“, - აღნიშნა დათო შაინიძემ.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up