უვადო „მწვანე სტატუსი“ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასწორია - „მარკო პოლო გუდაური“

უვადო „მწვანე სტატუსი“ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასწორია - „მარკო პოლო გუდაური“

access_time2021-11-26 13:00:07

1-ლი დეკემბრიდან სასტუმროებში, რესტორნებსა და ფიტნეს დარბაზებში მომხმარებლები ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე შესვლას ვეღარ შეძლებენ. თუ როგორ აისახება ეს რეგულაცია მომხმარებელთა რაოდენობაზე “კომერსანტმა“ შეფასება სკი რეზორტის განვითარების მენეჯერს გვანცა მირზიაშვილს  სთხოვა.

 


როგორც გვანცა მირზიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, იმის შეფასება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული რეგულაცია მომხმარებელთა ნაკადებზე რთულია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ “მარკო პოლო გუდაურის“ დამსვენებლების ძირითადი სეგმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ისინი როდესაც ქვეყანაში შემოდიან ისედაც მწვანე ზონაში არიან, მწვანე პასპორტების ამოქმედება მომხმარებელთა რაოდენობაზე არ უნდა აისახოს. რაც შეეხება ქართველ მომხმარებელს, რეგულაციების თანახმად სხვადასხვა ბიზნეს ობიექტებზე შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მათ, ვინც ვაქცინირებულია, აქვს 72 საათიანი პსრ ან 24 საათიანი ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი. ხოლო მათ ვისაც კორონავირუსი აქვთ გადატანილი დღეს არსებული რეგულაციების თანახმად მას უვადო მწვანე სტატუსი ენიჭებათ. გვანცა მირზიაშვილი ფიქრობს, რომ უვადო მწვანე სტატუსი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არასწორია.

 


“მწვანე პასპორტები რა გავლენას მოახდენს მომხმარებელთა რაოდენობაზე, ამის შეფასება ჯერ რთულია, მაგრამ როგორც წესი უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა აცრილია და მწვანე სტატუსის პრობლემა მათ არ ექნებათ, რაც შეეხება ადგილობრივ დამსვენებლებს, მათთვის პსრ და ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი მწვანე სტატუისთვის საკმარისია, გარდა ამისა კორონავირუსგადატანილ ადამიანებს მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ, თუმცა ეს უკანასკნელი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არ მგონია სწორი მიდგომა, მაგრამ სტუმრობის თვალსაზრისით მათთვის ვისაც აცრა არ უნდა, აუცრელობა ხელისშემშლელი აღარ იქნება და სასტუმროს და რესტორნებს აუცრელი სტუმრების მიღება შეეძლებათ“, - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.

 

 

მირზიაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია სასტუმროს წარმომადგენლებს 23 ნოემბერს შეხვდა და ახლა მიმდინარეობს სასტუმროებისთვის წესებს გაცნობა და დაზუსტება. მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს პროცესი ცოტა ადრე დაწყებულიყო.

 

 


გასულ წელს ლოკდაუნი მარტამდე იყო და ამ პერიოდში მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით მათი მხრიდან აქტივობა იყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია, ნოემბრიდან მუშაობა ოფიციალურად აკრძალული გვქონდა და გუდაური 6 მარტს გაიხსნა. მას შემდეგ რაც გავიხსენით არ დავკეტილვართ და ამ მწვანე პასპორტების ნაწილში ცოტა უფრო ადრე რომ დაწყებულიყო შეხვედრები და გადაწყვეტილებიც რომელიც მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა ცოტა უფრო ადრე ეცნობებინათ ჩვენთვის კარგი იქნებოდა. იგივე ტურისტების შემოწმების ნაწილში როგორ უნდა მოვიქცეთ ამაში ჩვენ თვითონ გავერკვიეთ, მაგრამ თვითონ ოფიციალური შეხვედრების სერია ახლა კეთდება, როგორც ვიცი პირველად რესტორნებს შეხვდნენ, იმიტომ რომ მათთვის უფრო რთულია მწვანე საშვებით სივრცეში შეშვების ადმინისტრირება, რადგან სასტუმროში მომხმარებელი ჩეკინის პროცედურას გადის და რესტორანში ამის რეგულირება უფრო რთული იქნება, შესაბამისად დაიწყეს მათგან. გუშინ ვიყავით რამდენიმე სასტუმროსთან ერთად ონლაინ შეხვედრაზე კონკრეტულად მარკო პოლ მიწვეული იყო და დეტალურად გაგვაცნეს წესები და მთავრობის დადგენილებები, ალბათ ჯობდა რომ მსგავსი ტიპის კამპანია უფრო ადრე დაწყებულიყო, თუმცა ჩვენ როგორც კი გავიგეთ მწვანე სტატუსის შესახებ, მაშინვე დავიწყეთ მობილიზება თუ როგორ შეგვემოწმებინა მომხმარებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ წესების კანონში გაწერა და მისი ასახვა დაგვიანებულია.“ - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.

 

 

მირზიაშვილის თქმით მთავრობის მხრიდან კრიზისის პერიოდში გარკვეული წამახალისებელი მცირე დახმარებები იყო, რაც მეტნაკლებად ყველა სასტუმრომ გამოიყენა.


 


კითხვაზე თუ რა ნაბიჯებს ისურვებდა მთავრობისგან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად, მირზიაშვილი ამბობს, რომ მთავარია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდეს და ეკონომიკა გამოცოცხლდეს და ბიზნესი თავს თვითონ მიხედავს.

 


“თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდა და ეკონომიკა გამოცოცხლდა, ბიზნესი თავს თვითონ მიხედავს, მთავრობის გადაწყვეტილებები ჩვენ გასაცოცხლებლად არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება სტაბილური ბიზნეს გარემო, გვჭირდება გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, რაც ალბათ აცრების კამპანიის გააქტიურებით უნდა გაკეთდეს. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ცოცხალი გარემო უზრუნველყოს სახელმწიფომ და დანარჩენს ბიზნესი უკვე თავისით გააკეთებს“, - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.



მირზიაშვილის თქმით ამ ეტაპზე მარკო პოლო გუდაურში ჯავშნებზე აქტივობა საკმაოდ კარგია და დეკემბერი დაჯავშნილია.

 


“ჩვენი სეგმენტი ძირითადად უცხო ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები არიან,ესენია უკრაინა, ბელორუსია, გყავს სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდანაც. ევროპელი ტურისტები უფრო პანდემიამდე აქტიურობდნენ, ახლა ძალიან შემცირებულია, რადგან არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ევროპის რიგი ქვეყნებისთვის ჩვენ თვითონ ვართ არა მწვანე ზონა, ამიტომ მათგან მოთხოვნა ნაკლებია, უფრო მაინც ყოფილი პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ასევე მოდიან ადგილობრივებიც, თუმცა როგორც წესი ადგილობრივები წინასწარ არ ჯავშნიან ხოლმე, თუმცა წელს ადგილობრივი სტუმრების ზრდასაც ველოდებით იქიდან გამომდინარე, რომ მოგზაურობს თვალსაზრისით წახალისებული სიტუაცია არ არის, ამიტომ ვფიქრობთ რომ ადგილობრივი დამსვენებლებიც საკაოდ გვეყოლება“, - აღნიშნა გვანცა მირზიაშვილმა.

 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსს გამოეხმაურა და განმარტა, რომ კოვიდგადატანილებისთვის მუდმივ მწვანე სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შესაცვლელია და იმედი აქვს, სამომავლოდ შეიცვლება კიდეც.


„ქვეყანაში რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კოვიდის გადატანა, სამწუხაროდ, არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი არ დაგემართება. კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს შეიცვლება, ჩემი აზრით, შესაცვლელია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 826 714 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 768 559 გამოჯანმრთელდა, 11 736 კი, გარდაიცვალა.


სულ ჩატარდა 2 122 856 აცრა, დღიურად აცრილია 9 398.


კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 523 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 148 პირი.





თაკო კვაჭანტირაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up