„მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ბიზნესისთვის ნამდვილი ხსნაა“

„მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ბიზნესისთვის ნამდვილი ხსნაა“

access_time2021-12-07 14:20:39

1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა და კომპანიებს რეგულაციების სრული დაცვა უწევთ. როგორ იცავენ ობიექტები დაწესებულ წესებს, ამაზე მონიტორინგს შერჩევის პრინციპით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებენ.


ობიექტზე „არამწვანე სტატუსის“ მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია, ინდივიდუალური მეწარმისთვის - 2 000 ლარი. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება.


ბიზნესმენთა დიდი ნაწილი ახალ ცვლილებებს მიესალმება, მათ რიცხვშია კომპანია „მტევინოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნიკა ზაუტაშვილი. იგი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ბიზნესისთვის ძალიან კარგია. მას საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში აქვს ბიზნესი და ხშირად მასპინძლობს უცხოელ ტურისტებს.


ნიკა ზაუტაშვილი:


- ვფიქრობ, „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ბიზნესისთვის ნამდვილი ხსნაა. სავალდებულოა და ვეთანხმები ამ რეგულაციას. ჩვენი კომპანიის ტურისტული სივრცე უფრო დაცულ სივრცედ ჩამოყალიბდა და ყველანაირი წესის დაცვით მივყვებით ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებულ რეგულაციას.


ჩვენი კომპანია - მეღვინეობა „მტევინო“ 2018 წელს დაფუძნდა. საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში გვაქვს ორი მიმართულება - ტურიზმი და მეღვინეობა.


ჩემს სასტუმროში აქტიური ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ - როგორც ქართველები, ისე უცხოელები. „მწვანე ბარათების“ მოთხოვნილება უფრო უცხოელ სტუმარს ჰქონდა და ძალიან კარგია, რომ ამოქმედდა, ახლა უფრო თამამად მივიღებთ ტურისტებს, რადგან გვეცოდინება, რომ ისინი ვაქცინირებულები არიან. არ შეგვეშინდება, რომ ჩვენთან მოსული ტურისტი ინფიცირებული იქნება. რაც მთავარია, ჩვენი მთლიანი პერსონალი აცრილია, „მწვანე პასპორტი“ აქვს ყველა თანამშრომელს, თავიდან ბოლომდე გვაქვს „მწვანე ზონა“. სანამ ეს წესი ამოქმედდებოდა, მანამდეც, პანდემიის დაწყების დღიდან, რეგულაციების სრული დაცვით ვმუშაობდით, ეს იქნებოდა -დეზობარიერები, ხელთათმანები, პირბადეები, დისტანციის დაცვა, ტემპერატურის გაზომვა, ყოველდღიური ჟურნალის წარმოება, თუ სხვა რამ. შემდეგ, როგორც კი ვაქცინა გამოჩნდა, ყველამ ეს შანსი გამოვიყენეთ და ავიცერით. საკმაო დრო გავიდა, რაც აცრილია მთელი პერსონალი და, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ახლა მეც და ჩემი სხვა თანამშრომლებიც „ბუსტერსაც“ გავიკეთებთ. ამ მძიმე პანდემიის პირობებში ეს ყველაზე სწორი გამოსავალია.


- თქვენს სასტუმროში მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე ტურისტებს უშვებთ?



- დიახ, უცხოელებს „მწვანე სტატუსი“ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი ტურისტი ჩვენთან ვერ შემოვა. ის განცდა აღარ არის - ვირუსის მატარებელი ხომ არ არის ჩვენთან მოსული პიროვნება?! „მწვანე სტატუსმა“ მინიმუმამდე დაიყვანა იმის შიში, რომ კოვიდი გადაგვედება.


- თქვენს კომპანიას ღვინო გააქვს ექსპორტზე, პანდემიამ ძალიან შეგიშალათ ხელი?


- ჩვენ ბიზნესი, როგორც უკვე გითხარით, გვაქვს საგარეჯოს სოფელ ხაშმში, ხაშმის საფერავი უნიკალური, განსაკუთრებული ჯიშის ყურძენია. გვაქვს რამდენიმე სახეობის ღვინო და ჩვენი პროდუქცია საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.


ექსპორტს ვაწარმოებთ ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის, გერმანიის მიმართულებით. ერთი კვირაა, ჩვენი წარმომადგენლობა გავხსენით პოლონეთში, კრაკოვში, სადაც უკვე გაიგზავნა ერთი კონტეინერი. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი, რომელიც მოემსახურება მთლიანად ევროპას. პანდემიის მიუხედავად, 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავეთ, სანამ 2020 წლის მოსავალს დავაბინავებდით. რასაც ვფიქრობდით, იმ გეგმის 80 პროცენტი შევასრულეთ, დარჩენილი გვაქვს 20 პროცენტი და ამასაც მალე განვახორციელებთ.


- რომელი ქვეყნებიდან სტუმრობენ ტურისტები თქვენს სასტუმროს?


- ვერ გამოვყოფ ქვეყნებს, რადგან თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან ტურისტები. ესენია: ამერიკა, ევროპა, ჩინეთი, დსთ-ს ქვეყნები. უშუალოდ ჩვენი ექსპორტიორები თავიანთ ქვეყანაში ჩვენი ღვინის მარკეტინგით არიან დაკავებულები და იმ სტანდარტებს იცავენ, რა მარკეტინგიც მუშაობს მათ ქვეყანაში. ჩვენს გამორჩეულ ღვინოებს და ჩვენს ქვეყანას უწევენ პოპულარიზაციას, მერე ინტერსდებიან და ჩამოდიან აქ. რაც მთავარია, ტურიზმის მოზიდვაში და ბიზნესის განვითარებაში ხელს მიწყობს ჩემი ღვინის ხარისხი. 3 წელიწადია ბაზარზე გავიდა ჩვენი ღვინო და უკვე 6 საკმაოდ ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვეთ საერთაშორისო გამოფენებში. „მტევინოს“ მეღვინეობაში 11 სახეობის ღვინოა, ხაშმის საფერავი, რომელიც მოყვანილია სოფელ ხაშმის მიკროზონაში, უნიკალურია. ჩვენი ვენახები და ქარხანაც ცნობილია. უცხოელებიც გაკვირვებულები რჩებიან, ისეთი გემოვნება ახასიათებს ხაშმის საფერავს. ტურისტისთვის აქ ჩამოსვლა ძალიან მარტივია, თბილისიდან დაახლოებით 25 კილომეტრში ვართ, ტურისტებისთვის მიმზიდველია ჩვენი ღვინის დეგუსტაციები, შეუძლიათ მასტერკლასებშიც მიიღონ მონაწილეობა, გააკეთონ ქართული კერძები და თვითონ მიირთვან.


ასევე გვაქვს ქვევრში დაყენებული ღვინოები. ჩვენი ტურიზმის ფლაგმანია ღვინის ტურიზმი, ვენახების დათვალიერება, ღვინის დაგემოვნება და თვითონ ღვინოს დაყენების პროცესში ტურისტების ჩართულობა. რთვლის დროს სხვა აქტივობებია, ქვევრებიდან ღვინის ამოღების დროს - სხვა.


ერთი სიტყვით, სეზონიდან გამომდინარე, გვაქვს ტურპაკეტები და დატვირთულობა. ასევე, უნდა გითხრათ, რომ შატოს ტიპის სასტუმროსთან ერთად ფუნქციონირებს რამდენიმე სარესტორნო სივრცე. 250- კაციანი დიდი სივრცე გვაქვს, სადაც პანდემიამდე ჩემი შვილის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა, რომელსაც წლის საუკეთესო და ლამაზი ქორწილის სტატუსი მიენიჭა. მაშინ დაშვებული იყო ქორწილები, ვენახებში გავშალეთ სუფრა და მართლა არაჩვეულებრივი სანახაობა მივიღეთ, ისეთი სილამაზე იყო, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც კი გამოეხმაურნენ.


ამ გარემოში რამდენიმე აქტივობას ვუმასპინძლეთ, ჩვენმა სტუმრებმა მათთვის მნიშვნელოვანი დღეები აღნიშნეს. პანდემიის გამო ახლა დაუშვებელია ქორწილები, მაგრამ თუ ყველანი დავიცავთ წესებს და ავიცრებით, საბოლოოდ დავამარცხებთ პანდემიას და დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს.


- ახლა „მწვანე სტატუსის“ მქონე ტურისტს სხვა წესების დაცვაც უწევთ?


- სიცხეს მაინც ყველას ვუზომავთ. მეორე დილითაც, როცა საუზმეზე ჩამობრძანდებიან სტუმრები, სიცხეს ვუზომავთ და მერე თავისუფლები არიან. დისტანციას მაინც ვიცავთ, სადეზინფექციო ხსნარები ყველა კედელზეა განთავსებული. ასე რომ, მშვიდ, სასიამოვნო და ლამაზ გარემოში „მწვანე სტატუსის“ მქონე სტუმრებს ვემსახურებით და ვეპატიჟებით.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up