მწვანე პასპორტის გაუქმების შემდეგ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი განახევრდა

მწვანე პასპორტის გაუქმების შემდეგ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი განახევრდა

access_time2022-02-10 15:00:46

8 თებერვალს საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო 3566 აცრა ჩატარდა. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებამდე სამუშაო დღეებში აცრის მაჩვენებელი 8000-8500-ის ფარგლებში მერყეობდა. რეგულაციის მოხსნამ მიმართვიანობა 55%-ით შეამცირა.

 

მსოფლიოში მოსახლეობის 61.6% მინიმუმ 1 დოზითაა აცრილი, 53.6% ორივე დოზით, საქართველოში შესაბამისად 36.3% და 33.2%. ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ კი უკვე ერთხელ აცრილებსაც გადააჭარბა და 1.376 მლნ-ს ანუ მოსახლეობის 37.2%-ს მიაღწია, მართალია მათში ბევრია რეინფიცირების და ახლა უკვე მესამედ ინფიცირების შემთხვევებიც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გამოუვლენელ პაციენტთა რაოდენობაა. ბუსტერ დოზით კი ქვეყანაში სულ 182 ათასი ადამიანი ანუ მოსახლეობის 4.9%-ა აცრილი.

 

საქართველოში კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით პრობლემები შემოსვლამდე დაიწყო. ქვეყანამ თებერვალში მისაღები ვაქცინის მცირე ოდენობა მარტში მიიღო. ანტივაქსერული განწყობების დასაძლევად არაფერი გაკეთებულა და მცირე ბუმმა, როდესაც დღიურად 20-25 ათასი ადამიანი იცრებოდა, აგვისტოში გადაიარა.

 

ნამდვილი კოვიდკოშმარიც აგვისტოში დაიწყო, როდესაც ვირუსს 1588 პაციენტი ემსხვერპლა, სექტემბერში 1538, რაც დღიურად ისევ 51 დაღუპულს ნიშნავდა, ოქტომბერში სიტუაციის შედარებით დასტაბილურების შემდეგ მსხვერპლი 1099-მდე შემცირდა, ნოემბერში ახალი რეკორდი მოხსნა და 2009-ს მიაღწია. დეკემბერში 1746 ადამიანი დაიღუპა, 2022 წლის იანვარში კი 1180. სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსს საქართველოში 15 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ნახევარი ბოლო 5 თვეში გარდაიცვალა.

 

ვაქცინა რომ სიკვდილიანობას ამცირებს, არაერთი კვლევით დადასტურდა, ამის მიუხედავად „დარჩი სახლშისგან“ განსხვავებით, რომელმაც ეკონომიკის ვარდნის ხარჯზე მასობრივი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ დროში გადაავადა, მთავრობას „აიცერის“ აქტიური კამპანია არ უწარმოებია. უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთხელ აიცრა. პრემიერმა კი მწვანე პასპორტები მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დააანონსა.

 

ორი მწვანე პასპორტის შესახებ პრემიერის გადაწყვეტილებას, რომელიც გადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსს გულისხმობდა, თავად ნახევრად ანტივაქსერმა ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დასცინა უნიკალური ქვეყანა ვიქნებით მსოფლიოშიო. უკმაყოფილება არც ამირან გამყრელიძეს დაუმალავს.

 


მწვანე პასპორტი დეკემბრიდან, იქამდე კი, 9 ნოემბრიდან, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის 200 ლარიანი წამახალისებელი აქცია დაიწყო, რომელიც იანვარშიც გაგრძელდა, თებერვალში კი ბარიერმა 50 წლამდე დაიწია და იმავე ასაკობრივი კატეგორიისთვის ბუსტერ დოზაზე დამატებით 100 ლარიანი აქციაც ამოქმედდა.


 

სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აქციამ იმუშავა. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი 56%-იანი მაჩვენებელი 70-74 წლების ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, 65-69 წლის ასაკის ადამიანებიდან 54.7%-ა აცრილი, 60-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 49.8%, 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში კი მხოლოდ 40%.

 

მდგომარეობა მსგავსია ბუსტერ დოზის შემთხვევაშიც 65-69 წლის ასაკობრივ ჯგუფში 11.8%-ა აცრილი, 70-74 წლის ასაკობრივ ჯგუფში 14.2%, 18-49 წლის ასაკის ადამიანებში მხოლოდ 3.8%.


 


ვაქცინის ეფექტიანობას NCDC-ის ანგარიშიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც კოვიდით გარდაცვლილთა 97%-ზე მეტი აუცრელი იყო. 31 დეკემბრის მდგომარეობით 13 800 გარდაცვლილიდან 13 415 აუცრელი იყო და 385 აცრილი.

 

ზუსტად რამდენით ამცირებს ვაქცინა გარდაცვალების ალბათობა რთული სათქმელია, ვაქცინის დოზებისა და ვირუსის შტამების ცვლილების გათვალისწინებით მონაცემები იცვლება, მაგრამ ფაქტი ერთია 33%-ის ნაცვლად დღეს მოსახლეობის 73% რომ იყოს აცრილი, სიკვდილიანობა 0-მდე ვერა, მაგრამ მაინც საგრძნობლად შემცირებული იქნებოდა.

 

მწვანე პასპორტებს ნელ-ნელა ევროპაშიც აუქმებენ, განსხვავება ისაა, რომ იქ მოსახლეობის 70%-ზე მეტია უკვე აცრილი. იმ ფონზე, როდესაც ლეტალობის კოეფიციენტის შემცირების მიუხედავად, ინფიცირებულთა მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო ყოველდღიური სიკვდილიანობა თებერვალში ისევ 50-მდეა გაზრდილი, მწვანე პასპორტის გაუქმების ლოგიკა რთულად ასახსნელია.

 

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ შიდა დისკუსიას გარეთ არ გამოიტანდა, თუმც კომერციულ სექტორს მწვანე პასპორტის ნებაყოფლობით მოთხოვნისკენ მოუწოდა, რაც მის პოზიციას ნათელს ხდის. მსგავსი განცხადება ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმაც გააკეთა. გამოდის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სამედიცინო პერსონალის აზრი არავის გაუთვალისწინებია.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up