,,მწვანე პასპორტის“  მთავრობისეული მოდელი სარესტორნო ბიზნესისთვის მიუღებელია

,,მწვანე პასპორტის“ მთავრობისეული მოდელი სარესტორნო ბიზნესისთვის მიუღებელია

access_time2021-11-17 16:00:34

„მწვანე პასპორტის“ დაწესებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებამ ვერც ამ იდეის მომხრეთა გული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნების ნაწილი ბოლო პერიოდში ამ იდეას აქტიურად უჭერდა მხარს, აცხადებს, რომ ახალი რეგულაციისთვის ფორმა არასწორად შეირჩა. თუკი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა ნაწილი აცხადებს, რომ  კანონი დისკრიმინაციულია და რეგულაციას არ დაემორჩილება, რესტორატორთა ასოციაციაში ,,კომერსანტს“ განუცხადეს, რომ იმუნიზაციის დაბალი ტემპის პირობებში ისინი მომხმარებელთა დიდ ნაწილს დაკარგავენ და ბიზნესის სტაბილურობას რისკი შეექმნება.



„აქტიურად ვითხოვდით იმ იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას და ,,მწვანე პასპორტის“ შემოღებას, მაგრამ ამ ფორმით იგი ბიზნესისთვის აშკარად ზიანის მომტანია. მიღებული გადაწყვეტილება ვერ შეუწყობს ხელს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას, ვერც ეკონომიკურ აქტივობას გამოიწვევს, ბევრი რესტორანი დაკარგავს მომხმარებელს დაბალი იმუნიზაციის გამო. აშკარად გამოჩნდა, რომ უკვე ჩვენ გვიქმნიან პრობლემას, ეს ინიციატივა არასწორად არის დარეგულირებული, სინამდვილეში იდეა კარგია, რადგან რესტორანში მომსვლელიც და დამხვედრიც უნდა იყოს აცრილი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სისტემურად არის ზომები გასატარებელი. რა თქმა უნდა, ვრჩებით პოზიციაზე, რომ იმუნიზაცია უნდა დაჩქარდეს და ამისთვის გარკვეული სეგმენტისთვის აცრა სავალდებულო უნდა გახდეს“, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.



შეგახსენებთ, რომ რესტორნების ნაწილმა ახალი რეგულაციების მიმართ აშკარა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ისინი თვლიან, რომ რეგულაცია დისკრიმინაციულია. 



ილუზიების მუზეუმის, ჰოლიზეუმის, პლანეტარიუმის მთაწმინდაზე და მე-10 აუდიტორიის დამფუძნებელმა ლევან ბახიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და ჩამოთვალა ობიექტები, რომლებიც რეგულაციას არ დაემორჩილებიან და მისულ მომხმარებელს კოვიდ პასპორტს  არ  მოთხოვენ. 




როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 16 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭოს  დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნესის მხრიდან „მწვანე პასპორტის“ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციები გაიწერება.



რაც შეეხება კოვიდსტატისტიკას,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევა დადასტურდა.



გარდაიცვალა 72 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 11 212 ადამიანი.



დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური - 9,33%, ბოლო 14 დღის - 9,77%, ბოლო 7 დღის - 9,11%.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up