მხატვრობა, როგორც ბიზნესი - სად და რა ფასად იყიდება ,,კარგი ნახატი“ საქართველოში

მხატვრობა, როგორც ბიზნესი - სად და რა ფასად იყიდება ,,კარგი ნახატი“ საქართველოში

access_time2022-05-31 12:00:26

სოციალური ქსელები და გამოფენა-გალერეები ქართული მხატვრებისთვის ძირითადი სივრცეა, სადაც ნახატებს ყიდიან.  როგორც აღმოჩნდა, ფასს  განსაზღვრავს სხავადასხვა ფაქტორი ავტორის იმიჯი,  სივრცე, ტენდენციები, საზოგადოების დამოკიდებულება კონკრეტული მხატვრის მიმართ, ზოგ შემთხვევაში, რეკომენდაციები  და სხვა. 


ამასთან, ყველა დროს აქვს თავისი გამოწვევა. რამდენად წარმატებულია მხატვარი, რამდენად გაყიდვადია მხატვრული ნიმუშები, დამოკიდებულია იმაზეც, თუ რამდენად შეუძლია ხელოვანს დროის გამოწვევებზე პასუხების მოძებნა.


უფრო ვრცლად, მხატვრობის კომერციულ მხარეზე ,,კომერსანტთან   მხატვარ-დიზაინერი, ხელოვნებათმცოდნე შორენა გოგიაშვილი საუბრობს.


გალერეები, მუზეუმები, არაკომერციული საგამოფენო სივრცეები, სახელოვნებო ჟურნალები და ა.შ., საკმაოდ დიდი სივრცეა საქართველოში, სადაც, შორენა გოგიაშვილის თქმით,  ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყიდება და ზოგ შემთხვევაში სოლიდურ ფასადაც. თუმცა, კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი, ხელოვნებათმცოდნე ,,კომერსანტთან“ არ აკონკრეტებს.





როგორც  მხატვარი აღნიშნავს, კომერციულ მხარეზე ფიქრი შემდგომი ეტაპია, როცა ნახატზე მუშაობა დასრულებულია და მთავარი სათქმელი, რის გამოხატვაც ავტორს სურდა, უკვე ნათქვამია.


,,საქართველოში ბევრი ნიჭიერი მხატვარი და ხელოვანი მოღვაწეობს. მათ ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა შეითავსონ: საკუთარი თავის და ნამუშევრების წარმოდგენა, გალერეებთან, მუზეუმებთან და კურატორებთან კომუნიკაცია და სხვა.  გასათვალისწინებელია ის ტენდენციები, რასაც მომხმარებელი მოითხოვს ანუ  ვისთვის რა არის კონკრეტული დროისა და სოციალური გარემოსთვის მოთხოვნადი, რა დამახასიათებელი ნიშნები იკვეთება. ერთხანს ბროწეულის თემა იყო აქტიური, რაც კი სრულდებოდა ნამუშევრები, უმეტესობა სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა. ნამუშევარი არასდროს იქმნება კომერციული დანიშნულებით. ამ დროს მხატვარი ან რეალურ გარემოს ასახავს ან მის შინაგან მდგომარეობას, გადმოსცემს ამას იმ ფერებით და იმ ტილოზე, რისი გადმოცემაც სურს. ფერები გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ემოციები გადმოვიტანოთ და ავსახოთ ტილოზე. დეკორატიულ ნამუშევრებში  უფრო არის ეს ფაქტორი, როდესაც იგი იქმნება, უნდა იყოს აუცილებლად კომერციული თვალსაზრისით გამოყენებული, დაგეგმილი და შესრულებული, რათა აუცილებლად  მომხმარებელზეა გათვლილი და გათვალისწინებული. ეს ეხება ქსოვილს, ავეჯს, სხვადასხვა დეკორაციულ სამრეწველო ნაკეთობას და სხვა. ნამუშევრის ფასეულობისთვის მნიშვნელოვანია კოლექციის კონტექსტი — თუნდაც, სად არის განთავსებული ტილო. მაგალითად, როდესაც ნახატს მუზეუმი ყიდულობს, ის უფრო ღირებული ხდება. როგორც მხატვრისთვის, მთავარია, ჩემი შექმნილი სამყარო გადმოვიტანო ტილოზე. დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებლის მოთხოვნასაც, მაგალითად, თუკი სჭირდება ინტერიერისთვის კედლის გაფორმება, ამ შემთხვევაშიც კი, რა ფერთა გამაც არსებობს ინტერიერში, მის მონათესავედ უნდა რაღაც ტილოს შექმნა, რომელიც უპასუხებს მის ინტერიერს. ამავდროულად,  სულიერი განწყობა უნდა შეიქმნას იმ ნამუშევრით, რა ფერებითაც და გამითაც იქმნება ესა თუ ის დიზაინი. მთლიანობაში მოთხოვნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რის შესაბამისადაც ნამუშევრები იქმნება“, - ამბობს შორენა გოგიაშვილი.



ამასთან, როგორც ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს,  თბილისში არის ძალიან ბევრი სამხატვრო სალონი, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით იღებენ  მხატვრების ნამუშევრებს. რა თქმა უნდა, მათ საკუთარი მოთხოვნებიც აქვთ. თუმცა რაც უფრო მოთხოვნადია მხატვარი და მისი შემოქმედება, მით უფრო ადვილად რეალიზდება ნამუშევარი.


,,გარდა ცნობილი მხატვრებისა, გამოფენები ღიაა დამწყები მხატვრებისთვისაც, ყოველთვის არის სალონები, რომებსაც ამ მხრივ შეზღუდვა არ აქვთ. ნახატის შეძენისას მთავარი პირობაა, რომ  ადამიანს ნამუშევარი  მოსწონდეს და სწორედ ამიტომ იძენდეს მას. ფასზე საუბარი ნამდვილად რთულია, ვინაიდან ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს, შეიძლება, ხელოვანს გამოფენაზე ჰქონდეს გამოტანილი აკადემიურად შესრულებული ნამუშევარი და რამდენიმე ათასი ღირდეს, მაგრამ მოხდეს ისე, რომ ფასი შეიცვალოს და საბოლოოდ ნახატი მომატებულ ან თუნდაც შემცირებულ ფასად გაიყიდოს. პატარა მინიმალური ზომის ნამუშევრები  25/30-ზე ტილო,  საშუალოდ, 80-100 ლარის ფარგლებშია, მაგრამ ზოგი ასეული და ათასეული ლარიც შეიძლება ღირდეს, ვერ განსაზღვრავ, ეს არის დამოკიდებული მხატვარზე, მის სტილზე, მოთხოვნაზე, უპირველეს ყოვლისა, სახელზე, არასოდეს არ განისაზღვრება ნამუშევრის მასშტაბით მისი ღირებულება. ცხადია, გაყიდვადი ნახატი არ ნიშნავს ღირებულს. ბევრი ნიჭიერი მხატვარი, რომელიც სიცოცხლეში არ იყო აქტუალური, გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. ამიტომ, რთულია ხელოვნება შეაფასო ყიდვა-გაყიდვის მიხედვით“, - ამბობს შორენა გოგიაშვილი ,,კომერსანტთან“.




ამდენად, ნახატის ფასი მეტწილად ინდივიდუალურია, რაზეც მხატვრებს საუბარი უჭირთ, თუმცა გალერეების გაყიდვებს თვალს თუ მივადევნებთ, ნახატების ფასი საშუალოდ 250 ლარიდან იწყება და 3000 ლარის ფარგლებშია.


როგორც  თანამედროვე ქართველი მხატვარი დავით გუა (დავით ბაძაღუა) აღნიშნავს, დასახელებული ფასი მხოლოდ პირობითია და ფაქტობრივად არ არის ზღვარი, შეიძლება, ქართველი ავტორის ნამუშევარი რამდენიმე ათეულ ათას ლარადაც გაიყიდოს,  გააჩნია სივრცეს, დროს, მხატვრის სახელს და  შესრულების ხარისხს.   


დავიუთ გუა ნამუშევრებს ძირითადად სოციალური ქსელით ჰყიდის. ხელოვანი,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ნახატები საქართველოში ძირითადად გავლენიან წრეებში, რეკომენდაციების საფუძველზე იყიდება და ფასს ხშირად მხატვრის მოდურობა, მისი საზოგადოებრივი მდგომარეობა და იმიჯი განსაზღვრავს.




,,მხატვრობა ბიზნესის რანგში, ცოტა რთული საქმეა, ისევე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, აქაც ბევრ რამ კონტექსტიდან ამოვარდნილია.  პირადად ნამუშევრების გაყიდვის საკუთარი სივრცე მაქვს, ძირითადად სოციალური ქსელი მეხმარება. როგორც წესი,  ნახატების გაყიდვას განსაზღვრავს მომხმარებლის გემოვნება, მაგრამ საქართველოში ამაზე მეტად სხვა ფაქტორიც ასრულებს როლს -  მოდური მხატვარი და მისი ავტორიტეტი. რეალიზაციის დიდი შესაძლებლობაა სამხატვრო გალერეებიც, მაგრამ დიდად არ მიზიდავს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გალერეებს ურთიერთობა აქვთ ბიზნეს წრეებთან, გავლენიან ხალხთან, ვისაც აქვს ფული და სთავაზობენ ნამუშევრებს საკუთარი გარემოცვიდან. თამამად შემიძლია თქმა, რომ მყიდველს არ სთავაზობენ ახალ მხატვარს, თუნდაც ნაკლებად ცნობილს, ამ დროს შეიძლება ძალიან კარგი მხატვარი იყოს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით არ იცნობენ. არც არავინ ზრუნავს ასეთ ხელოვანზე, რომ გააცნონ საზოგადოებას. ამ დროს საზღვარგარეთ უმაღლეს სასწავლებლებში არის სპეციალური მიმართულება, რომელიც ემსახურება ახალი მხატვრების აღმოჩენას, წარმოჩენას და მათ რეალიზებას, ჩვენთან ეს არ არის, ამიტომ ურჩევნიათ, ვისაც სახელი მოხვეჭილი აქვთ, მათზე იმუშაონ. პირადად ვარ მომსწრე, როცა მომხმარებელი პირდაპირ რეკომენდაციით მიდის გალერეაში და კონკრეტულ ავტორს ეძებს არა თავისი გამოვნებით, არამედ კონკრეტულ ავტორს, რომლის შემოქმედებასაც არ იცნობს, მაგრამ რეკომენდაცია გაუწიეს. ამ დროს ვისაც მართლა აქვს გემოვნება, იმ კატეგორიას ფული არ აქვს“, - ამბობს დავით გუა.


რაც შეეხება ნახატების რეალიზაციას, დავით გუას თქმით, ნამუშევრების გაყიდვაში 50%-ით ეხმარება საკუთარი სახელი, ასევე აქტიურობა სოციალურ ქსელში.


„სამხატვრო სალონებთან და გალერეებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ მაქვს. ბევრჯერ იყო შემთხვევა, რომ ჩემს შეთავაზებულ ფასზე გაცილებით ძვირად ყიდნენ ნახატს, რაც არ მაწყობდა.  ეს საბოლოოდ ჩემს მომხმარებელს აფრთხობს. ამიტომ ვინც რეალური მყიდველია, პირდაპირი კონტაქტი აქვთ მხატვართან, სახელოსნოში მოდიან. 1000 ლარზე ნაკლებად უმეტეს შემთხვევაში ნახატი არ იყიდება. ყველაფერი პირობითია, თუმცა  საშუალო დონის მხატვრის 100/100-ზე ზომის ნამუშევარი შეიძლება 3000 ლარად გაიყიდოს, მას ზურგს უმაგრებს გამოცდილება, მაგრამ ახალბედა ამ ფასად ვერ გაყიდის. 25/30-ზე მხატვრული ტილოების ფასები 250 ლარიდან იწყება და 700-800 ლარამდეა და მეტიც ღირს, თუკი ავტორი ცნობილი მხატვარია.  მნიშვნელოვანი ფაქტორია, რას ამბობენ მხატვარზე კრიტიკოსები, ვისაც არტკრიტიკა არ აქვს, არც რეცენზია, ახალბედაა და მისი ნამუშევრები შედარებით იაფი ღირს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, მხატვარი არ ჩამორჩეს დროს და იყოს აქტიური, მუდამ მოძრაობაში. თუკი ვინმე სარდაფში გამოიკეტება, ფიროსმანიც რომ იყოს,  არავინ არ მოვა, ამას ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდა მხატვრებს, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ და ამ დროს დიდი პოტენციალით გამოირჩევიან. იმისთვის, რომ გაგიცნონ, აუცილებელი ფაქტორია, ილაპარაკო საკუთარ თავზე,  მუდმივად ეძიო და საზოგადოების მოთხოვნებზე იყო მიყურადებული“, - ამბობს მხატვარი დავით გუა.




მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up