მხოლოდ ქართული - ახალი კატეგორია VELI.store-ზე

მხოლოდ ქართული - ახალი კატეგორია VELI.store-ზე

access_time2023-03-07 16:21:32

სიახლე VELI.store-ზე - საყიდლების ციფრულ ველს, შოპინგის საუკეთესო გამოცდილების შექმნის მიზნით, ახალი კატეგორია - მხოლოდ ქართული დაემატა.

 

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ტურისტები, ხშირად ეძებენ ქართულ მოტივებთან, ტრადიციებთან, ხელოვნებასთან თუ უბრალოდ ქვეყნის პოპულარულ ადგილებთან დაკავშირებულ უნიკალურ საჩუქარს.

 

ველიმ ერთ კატეგორიაში სწორედ ასეთი გამორჩეული ნივთები გააერთიანა და მომხმარებელს საშუალება მისცა ერთ სივრცეში დაათვალიეროს და შეარჩიოს სხვადასხვა დანიშნულებისა თუ ფასის, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია. შემდეგ კი, სახლიდან გასვლის გარეშე, 3 საათზე ნაკლებ დროში, დღის სასურველ მონაკვეთში და სასურველ ადგილას მიიღოს უფასოდ. VELI.store-ზე ამანათის უფასოდ შეფუთვისა და ღია ბარათთან ერთად გაგზავნის სერვისი, კიდევ ერთი დამატებითი ღირებულებაა.  

 

„ჩვენი ახალი კატეგორია მარტივი გადაწყვეტაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საქართველოსთან დაკავშირებულ უნიკალურ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებს. ქართული პროდუქციის ერთ კატეგორიაში გაერთიანება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ასევე ტურისტების მხრიდან ქართული წარმოების უნიკალური ნივთების მიმართ მუდმივად მზარდი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ.

 

VELI.store-ზე მომსახურებას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე ვთავაზობთ. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიზნობრივ სეგმენტს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოში ხანგრძლივი დროით თუ ტურისტული მიზნით ჩამოსული სტუმრებიც წარმოადგენენ. ჩვენი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით ვცდილობთ ამ ადამიანებისთვის ჩავანაცვლოთ ფიზიკური შოპინგის აუცილებლობა - დავზოგოთ მათი დრო, ხარჯები და ენერგია. ამ გზით მხარს ვუჭერთ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს. ასევე, ყველა იმ პროდუქტის პოპულარიზაციას, რომელსაც „დამზადებულია საქართველოში“ ნიშანი აქვს“, - არჩილ ფირიაშვილი, VELI.store-ის აღმასრულებელი დირექტორი.

 

კატეგორია - „მხოლოდ ქართული“, 8 ქვეკატეგორიას აერთიანებს: დეკორი, ტექსტილი, სერვირება, სათამაშოები, ბლოკნოტები, პრინტი და მერჩი, აქსესუარები და სამკაულები, ცხოველების აქსესუარები და ტანსაცმელი.

ჯამში 2000 ქართული პროდუქტიდან, ამ ბლოგში რამდენიმე ისეთ იდეას ნახავ, რომელიც საუკეთესო საჩუქარი იქნება საქართველოს გასაცნობად.


სამაჯური




ყველა ქვეყნის მთავარი სიმდიდრე მისი ისტორიაა. რაც უფრო ღრმად ვეცნობით ამ ისტორიას, უფრო და უფრო მეტი აღმოჩენის წინაშე ვდგებით.

სწორედ ასეთი ამოუწურავი აღმოჩენების ადგილია საქართველოში ვანი, რომლის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები იმის მტკიცებულებაა, რომ მითიური „ოქრომრავალი კოლხეთი“ მართლაც არსებობდა.

 

3 ათასწლეულის ისტორიის მქონე ქართული საგანძურის შთაგონებით შექმნილი სამკაულები არა მარტო დაამშვენებს, არამედ მრავალსაუკუნოვან და შთამბეჭდავ ისტორიაში ამოგზაურებს ადამიანს.


Chronos-ის ეს კონკრეტული სამაჯური წარჩინებული კოლხი ქალბატონის, ძვ.წ. IV საუკუნის სამკლავურის ინსპირაციითაა შექმნილი. ორიგინალი აღმოჩენილია ვანში.

 


ლურჯი სუფრა



ყოველი ტრადიციული ნივთი, რომელიც უბრალოდ ვიზუალურად მოგვწონს, სინამდვილეში მნიშვნელოვან ისტორიას გვიყვება. ამის მაგალითია XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტი - ლურჯი სუფრა.

 


შთამბეჭდავია სუფრაზე გამოსახული დეკორატიული მოტივები და ორნამენტები: აღმოსავლური მანები, ქორბუდა ირმები, ჩიტები, თევზები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ადამიანები თუ ანბანი, რომლებიც სუფრის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებს თითქოს ამბავს უყვება და ქართველი ხალხის უძველეს წარმოდგენებსა და  ადათ-წესებს უზიარებს.

 

საუკუნეების შემდეგ, ისტორიული მოტივებით, ტრადიციული ლურჯი სუფრის სხვადასხვაგვარი თანამედროვე ვერსია იქმნება.

 

ამ კონკრეტულ სუფრაზე წარმოდგენილია ქართული კულტურის სიმდიდრე - სამივე დამწერლობა: ნუსხა-ხუცური, ასომთავრული და მხედრული. სუფრა გაფორმებულია შემდეგი ელემენტებით: სამოსის ორნამენტი XIV საუკუნის ფრესკიდან - „ბექა და სარგის II ჯაყელები“; ტრადიციული ლურჯი სუფრის კანტის ელემენტი კახური ფარდაგიდან; ასომთავრული საზედაო მხატვრული ასოები ხელნაწერიდან - „მოქვის ოთხთავი“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის მხედრული ანბანის ფონტი.



აბრეშუმის შარფი


თუკი საჩუქრად გამორჩეულ აქსესუარს ვეძებთ, სჯობს, ქსელურ მაღაზიებში დრო არ დავკარგოთ და განსხვავებული რამ ვეძებოთ, რასაც სიმბოლური დატვირთვაც ექნება. სწორედ ასეთი ისტორიული კონტექსტითაა დატვირთული ეს შარფი, რომელიც ფრესკებზე გამოსახული დიდგვაროვნების სამოსიდან აღებული ორნამენტებით, პროექტის - „ქართული ქსოვილის“ ფარგლებშია შექმნილი.

 

2 წლის განმავლობაში, მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. პროექტის მიზანი ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრება იყო.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს, ბუნებრივია, ქვეყნის მულტიკულტურულობა ტრადიციული ქსოვილის ორნამენტებზეც აისახა.

 

ამ კონკრეტული აქსესუარის ორნამენტი XVII საუკუნეში, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ფრესკაზე გამოსახული მეგრელი დედოფლის სამოსის ნაქარგის მოტივებზეა შექმნილი.

 

ტილოს ბლოკნოტი 


ამ საჩუქრის მიღების შემდეგ, შეუძლებელია ადრესატი არ დაინტერესდეს 80-ინელების თაობის გამორჩეული ქართველი ფერმწერის, სრულიად განსხვავებული სტილის, ტექნიკისა და ხედვის მქონე მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრებით, რომლებმაც ყურადღება სოტბისა და კრისტის აუქციონებზე, ავტორის გარდაცვალების შემდეგ მიიპყრეს.

 

აბრამიშვილის ბევრი ნამუშევარი ფლორასა და ფაუნას უკავშირდება, რომლებიც ხან სამოთხის ბაღებს, ხანაც ქრისტიანულ სამყაროს ან სულაც ინდურ მანდალას მოგაგონებთ და სადაც დასავლური



მაგნიტი 



ახალი ქვეყნის ვიზიტისას, ვცდილობთ, ასობით მაგნიტს შორის, ჩვენი მაცივრისთვის ყველაზე განსხვავებული შევარჩიოთ ხოლმე. ასეთი რთული არჩევანის წინაშე არიან სუვენირების დახლებთან საქართველოში ჩამოსული ტურისტებიც.

 

თანამედროვე ქართველი მხატვრის - ელენე მელქაძის დახატული და შემდეგ მაგნიტებზე ექსკლუზიური უფლებით გადატანილი თბილისის ყველაზე სახასიათო ადგილები, ნებისმიერი მაცივრის კოლექციაში გამორჩეული სუვენირი იქნება.


პოსტერი


პოსტერი საუკეთესო გზაა, ჩვენს ინტერიერში სამუდამოდ ჩვენთან ერთად დარჩეს ყველა ის ადგილი, რომელთანაც ახალ ქალაქში ვიზიტისას დაგროვილი საუკეთესო მოგონებები გვაკავშირებს.

 

ძველი თბილისი და აბანოთუბანი დღემდე ინარჩუნებს ავთენტურ სახეს. სწორედ ამიტომ რჩება ვიზიტორებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილად. თბილისის ისტორია და სახელწოდებაც ხომ სწორედ ბუნებრივი თბილი წყაროებიდან მოდის. წყალი, რომელიც უცეცხლოდ დუღს“ - ასე მოიხსენიებდა მე-10 საუკუნის არაბი გეოგრაფი თბილისის გოგირდის აბანოებს. მე-18 საუკუნეში ორბელიანებმა აბანოთა დედოფალი“ - ჭრელი აბანო ააგეს, რომელიც დღემდე უამრავ სტუმარს იზიდავს.

 


მაისური


 


რამდენიმე წლის წინ თბილისური ღამის ცხოვრების სწრაფი განვითარება შეუმჩნეველი არ დარჩენილა დასავლური სამყაროსთვის. სწორედ მაშინ, ბრიტანულმა The Guardian-მა თბილისური საკლუბო ცხოვრება, ბერლინის 90-იანი წლების ღამის ცხოვრებას შეადარა და დაწერა: ბერლინის გარეთ „ბერგჰაინის“ მსგავს კლუბს მხოლოდ თბილისში ნახავთ“.

 

ალბათ ამიტომაც, დღეს არაერთი ადამიანი ჩამოდის თბილისში ხარისხიანი მუსიკისა და შემსრულებლების მოსასმენად. ასეთი ვიზიტორებისთვის კი ბუნებრივია, სამახსოვრო საჩუქარიც ტურისტული მაგნიტისგან და სუვენირისგან განსხვავებული უნდა იყოს.

 

თუ თანამედროვე ქართულ მუსიკალურ სცენაზე ვსაუბრობთ, მუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ ალექსანდრე კორძაიას - იგივე Kordz-ის, რომელიც ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, კომპოზიტორი და უბრალოდ მუსიკალური ბგერების ჯადოქარია.

 

ველიზე Stockton Records-ის მაისურებს აღმოაჩენ.

 

კერამიკის ყანწი



განსხვავებული სასმისი - ყანწი, შინაური ცხოველის რქების გაწმენდის, გამოხარშვისა და გაპრიალების შედეგად მზადდებოდა და დიდ ინტერესს იწვევდა კავკასიაში მოგზაურ ვაჭრებსა და მეომრებში. რქისგან დამზადებული სასმისები მსოფლიოს არაერთ კულტურაში გვხვდება. თუმცა, საქართველოში ღვინის 8000 წლიანმა ისტორიამ, ყანწი ქართული სუფრის განუყოფელ ნაწილად აქცია. ის დღესაც ინახება ოჯახებში, როგორც ქართული სტუმარმასპინძლობის, სუფრის ტრადიციებისა და ლხინის სიმბოლო.

 

აღმოაჩინე ორიგინალური ქართული ნივთები ერთ სივრცეში, ველის ციფრულ თაროებზე.

 

(R)


თეგები:
ველი სთორი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up