მხოლოდ საპარკინგე ადგილების გამოყოფა პრობლემას არ აგვარებს, ვიდრე ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყებოდა, აღნიშნული თემა მაშინვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული - ივა ჭყონია

მხოლოდ საპარკინგე ადგილების გამოყოფა პრობლემას არ აგვარებს, ვიდრე ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყებოდა, აღნიშნული თემა მაშინვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული - ივა ჭყონია

access_time2022-11-30 14:50:42

საპარკინგე ადგილების გამოყოფა პრობლემას ჯერჯერობით არ აგვარებს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილის განსაზღვრაზე, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა.


როგორც ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, კარგია, რომ მერია აღნიშნულ საკითხზე მუშაობს, თუმცა არსებითი პრობლემის გადასაჭრელად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.


„ვიდრე ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყებოდა, აღნიშნული თემა მაშინვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. თორემ დღეს საკმაოდ მწვავე პრობლემა ისევ დგას და კოლოსალური ჯარიმებია უკვე დაწერილი კომპანიებზე. ამ ჯარიმებს რა ეშველება, არაფერი ხომ? გამოყოფილი 550 ადგილი თავისთავად საკმარისი არ არის და ჯერ ისიც არ ვიცი, რა ადგილების გამოყოფაზეა საუბარი. ჩვენ თავის დროზე გარკვეული სია გავაგზავნეთ და გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია დედაქალაქის მერიასთან და მის სატრანსპორტო სამსახურთან. მოგვთხოვეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადგილების სია, მაგრამ ეს მასშტაბურად ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ნაწილობრივ შესაძლოა მოგვარდეს, მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია“, - განმარტავს ივა ჭყონია.


მისი თქმით, კომპლექსური მიდგომა სადისტრიბუციო მანქანებისათვის მარტო საპარკინგე ადგილების გამოყოფას არ ნიშნავს. ივა ჭყონია უახლოეს კვირებში ფორუმის ორგანიზებასაც აანონსებს, სადაც აღნიშნულ პრობლემას სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.


„ადგილები რომ გამოიყოფა, აქ მხოლოდ ერთ სადისტრიბუციო მანქანაზე ხომ არაა საუბარი? ათობით სადისტრიბუციო კომპანიაა და წარმოიდგინეთ ერთი ავტომობილი რომ მივიდეს და დაპარკინგდეს, ამ დროს მეორე სადისტრიბუციო კომპანიის მანქანაც მივიდეს და დაელოდოს, ამ ლოდინის დროს შესაძლოა უკონტაქტომ გაიაროს და ჯარიმა დაუწეროს. კარგია, რომ გარკვეული ნაბიჯი გადაიდგა, მოხარული ვარ და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, ნამდვილად არ ველოდებოდი. მეგონა უფრო კომუნიკაცია გვექნებოდა და უფრო კომპლექსურად ვიმუშავებდით, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, სია მე გადავეცი, მაგრამ რა ადგილებია გამოყოფილი, არ ვიცი. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა და არც წერილობით მოუმართავთ, რომ ეთქვათ, თქვენ რომ მოგვმართეთ, პირობითად 5000 წერტილზე, გამოვყავით 500 წერტილი აქ და აქ.



მარტო ადგილების გამოყოფა ამ პრობლემას არ გადაჭრის და დისკუსიაში უნდა შევიდეთ. უახლოეს პერიოდში, სადღაც 2 კვირაში, ვგეგმავთ მცირე ფორუმის ჩატარებას ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით, სადაც მოვიწვევთ ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მობრძანდება. ჩავრთავთ ბიზნესომბუდსმენს, ჩავრთავთ საპატრულო პოლიციას და ასევე ვფიქრობთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსაც, რადგანაც ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია გამართულად მუშაობდეს ჩვენი სექტორი და ინფლაციაზე დამატებითი წნეხი არ იყოს ის ჯარიმები, რომელზედაც ვფიქრობთ, რომ არასწორად იწერება.

ვფიქრობთ, რომ პრობლემა ისე უნდა გადაიჭრას, რომ არც ზედმეტი ტრაფიკი შეიქმნას, არსებულმა ადგილებმაც დააკმაყოფილოს და ვინმე არ დაიჩაგროს. თან აქ მხოლოდ მაღაზიებზე არაა საუბარი, იგივე პრობლემაა ჰორეკა სექტორის, რესტორნების, კაფეების კუთხით. კარგია, რომ თბილისის მერიიდან მზაობა არის და ოპერატიულად რაღაც რაოდენობა ადგილებისა უკვე გამოიყო“, - აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.


როგორც ივა ჭყონია ამბობს, სადისტრიბუციო ავტომობილებს პრობლემები ძირითადად დედაქალაქში და აჭარაშია.


„გაძვირებულმა პარკირების ჯარიმებმა და მით უმეტეს, რაც გაძვირდა აქტიურად დაიწყეს ჯარიმების წერა, როგორც საპატრულო, ასევე დედაქალაქის პარკირებამ,  სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, თვის მანძილზე შეიძლება დაწერილიყო 100 ლარი და ახლა იწერება 500 ლარი. როცა ხელფასი გაქვს 1000-1500 ლარი და ამის 30%-ს ჯარიმებში გადაიხდი, კიდევ ერთ მიზეზს ვუჩენთ, რომ სამსახური დატოვოს, ან კომპანია თუ გადაიხდის, დამატებითი წნეხი იყოს ხარჯების კუთხით“, - ამბობს ჭყონია.


პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მიმართულება, შესაძლოა, იყოს სადისტრიბუციო კომპანიების ავტომობილების რეესტრიც. რაც შეეხება ღამის დისტრიბუციის თემას, რომელიც აღნიშნული პრობლემის დარეგულირების ერთ-ერთ გზად განიხილებოდა, ივა ჭყონია აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პრობლემა მცირე და საშუალო მაღაზიების მხრიდანაა.


„ღამის დისტრიბუციაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის, რადგანაც ძალიან რთულია ამის გადაწყობა. სადისტრიბუციო კომპანიები ამისთვის მზად ვართ, მაგრამ რთულია, რადგანაც პრობლემებია საშუალო და მცირე ობიექტების კუთხით, რომლებიც ღამე მუშაობას და ფიზიკურად პროდუქტის მიღებას ვერ შეძლებენ. თუმცა ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ თბილისის მერიასთან ერთად, რომ ეს საკითხიც გადავჭრათ. პირიქით ჩვენთვისაც კარგია, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მანქანამ იმოძრაოს და ტრაფიკი ნაკლები იყოს“, - აცხადებს ივა ჭყონია.


ცნობისთვის, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ პარკირებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა მოაგვარებს სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომანქანების გადაადგილების შეფერხების პრობლემას.


„მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა. ჩვენმა გუნდმა არაერთი ინიციატივა განახორციელა ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკური საქმიანობის დახმარების მიზნით. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში. ამჯერად, მინდა, გაცნობოთ, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და თბილისის მასშტაბით, დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი, რაც ეტაპობრივად განხორციელდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა სადისტრიბუციო ავტომანქანები გაჩერებული ჰყავთ და აფერხებენ სხვა ავტომანქანების გადაადგილებას. კონკრეტული სივრცეების გამოყოფით ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up