პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უკრაინის უმაღლეს რადას მიმართავს. პოლონეთის პრეზიდენტს რადაში ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.
მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს, - ასე მომართა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ კიევში, უკრაინის პარლამენტს. დუდას განცხადებით,უკრაინის ერთი სანტიმეტრის შეწირვაც კი დასავლური სამყაროსთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
„შემაშფოთებელი ხმები დადის, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნების წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს. არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე. [...] თუ უკრაინა შეწირული იქნება ეკონომიკური მიზეზების ან პოლიტიკური ამბიციების გამო - თუნდაც მისი ტერიტორიის სანტიმეტრი - ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არა მხოლოდ უკრაინელი ერისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის”, - განაცხადა დუდამ უკრაინელ დეპუტატებისთვის მიმართვისას.
დუდა პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა. პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ოვაციებით შეხვდნენ.