ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინაში და ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა, მზადყოფნის აუცილებლობას ხაზს უსვამს.
"თქვენ იცით, რომ მიუხედავად ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ზოგადი აკრძალვისა, ისინი მას იყენებდნენ სირიაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათ შეუძლიათ ამის გაკეთება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“. განაცხადა დანილოვმა და დაამატა, რომ უკრაინულმა მედიცინამ ამ კუთხით გარკვეული ტრენინგი გაიარა," - ამბობს დანილოვი.