მზადება მარცხისთვის – ფრენსის ფუკუიამა

მზადება მარცხისთვის – ფრენსის ფუკუიამა

access_time2022-03-13 09:35:20

გთავაზობთ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ამერიკელი პოლიტოლოგის, ფილოსოფოსის, წიგნის "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანის" ავტორის ფრენსის ფუკუიამას სტატიის თარგმანს.

ვწერ სკოპიიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სადაც უკანასკნელი ერთი კვირაა ვკითხულობ კურსებს ლიდერობის აკადემია განვითარებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით აქ განსხვავებული არაფერი არ ხდება; უბრალოდ, მეზობელ სასაათო სარტყელში ვარ და ბალკანეთში, ევროპის სხვა ნაწილთან შედარებით, პუტინის მხარდაჭერა მეტად მაღალია, რისი მიზეზიც დიდ წილად სერბეთი და სერბეთში მოქმედი Sputnik-ია.

კრიტიკისთვის თავს გავიმეტებ და გავაკეთებ რამდენიმე პროგნოზს:

რუსეთი უკრაინაში აშკარად დამარცხებისკენ მიდის. რუსული დაგეგმარება არაკომპეტენტური აღმოჩნდა, რადგან დაფუძნებული იყო მცდარ მოლოდინზე: თითქოს უკრაინელები კეთილგანწყობილნი იქნებოდნენ რუსეთისადმი და შეჭრისთანავე უკრაინის სამხედრო ძალა ჩამოიშლებოდა. როგორც ჩანს, რუსი ჯარისკაცები კიევში გამარჯვების აღლუმისთვის ატარებდნენ საბრძოლო ფორმას, იმის მაგივრად რომ ჰქონოდათ დამატებითი საბრძოლო აღჭურვილობა და საკვები რაციონი. ამ დროისთვის პუტინმა ოპერაციაში უკვე ჩადო სამხედრო კაპიტალის დიდი ნაწილი - მას აღარ ჰყავს დამატებითი რეზერვი, რომელიც ომში შეიძლება გამოიძახოს. რუსული ჯარები უკრაინის სხვადასხვა ქალაქების გარეთ არიან ჩარჩენილნი, უწევთ გაუმკლავდნენ მარაგის პრობლემებსა და და უკრაინეილთა თავდასხმებს.


მათი პოზიციების ნგრევა შეიძლება იყოს მოულოდნელი და კატასტროფული, არა ომის დაღლით განპირობებული. საველე ჯარი მალევე მიაღწევს იმ დონეს, როცა არც მათი მომარაგება და არც მათი გაყვანა იქნება შესაძლებელი. მორალი აურთქლდება. ეს სიმართლეა სულ მცირე ჩრდილოეთ უკრაინისთვის. რუსები სამხრეთში უკეთ იბრძვიან, მაგრამ ჩრდილოეთში წარუმატებლობის შემთხვევაში, ამ პოზიციების შენარჩუნება რთული იქნება.


საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტის შანსი ჯერ არ არსებობს. ამ ეტაპზე მიღებული ზარალის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია კომპრომისი, რომელიც მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის.


გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უსარგებლოა. გამოსადეგი მხოლოდ გენერალური ასამბლეის კენჭისყრაა, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოში ცუდი ან მაპროვოცირებელი მოთამაშეების იდენტიფიცირებას.


ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომ არ გამოაცხადონ უკრაინის ცა არასაფრენ ზონად და არ გადასცენ უკრაინას პოლონეთის საკუთრებაში მყოფი MiG-19 კარგია. ემოციურად რთულ დროს აშშ-მ რაციონალურობის შენარჩუნება შეძლო. სჯობს უკრაინელებმა რუსები თავად დაამარცხონ, ვიდრე პუტინს მისცენ შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ NATO რუსეთს თავს დაესხა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ესკალაციის ყველა შესაძლებლობა თავიდან იქნეს აცილებული. MiG-ების გადაცემა უკრაინის თავდაცვის უნარიანობას დიდად არ გაზრდის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია Javelins-ის, Stingers-ის, TB2-ების, სამედიცინო მარაგების, კომისიის აღჭურვილობისა და ინტელის გაზიარების უწყვეტი მიწოდება. ასევე, ვვარაუდობ, რომ უკრაინის ფარგლებს გარეთ მყოფი NATO-ს სადაზვერვო სამსახური ეხმარება უკრაინას.



საფასური, რომელსაც უკრაინა იხდის, რა თქმა უნდა, შეუფასებელია. მაგრამ უკრაინას ყველაზე დიდ ზიანს აყენებენ რაკეტები და არტილერია, რასაც ვერც MiG-ები და ვერც უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება გაუმკლავდება. ერთადერთი, რაც ხოცვა-ჟლეტას შეაჩერებს, არის რუსული არმიის ადგილზე დამარცხება.


პუტინი ვერ გადაურჩება თავისი არმიის დამარცხებას. ის იღებს მხარდაჭერას, რადგან აღიქმება ძლიერ მმართველად; რა დარჩება სხვებისთვის შესათავაზებელი, როცა საკუთარ არაკომპეტენტურობას გამოავლენს და იძულებითი ძალაუფლება შეუსუსტდება?


უკრაინაში შეჭრამ დიდი ზიანი მიაყენა პოპულისტებს მთელ მსოფლიოში,მათ შორის მატეო სალვინს, ჟაირ ბოლსონაროს, ერიკ ზემორს, მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანსა და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს. ისინი თავდასხმამდე გამოხატავდნენ სიმპათიას პუტინის მიმართ. ომის პოლიტიკამ კი მათი ავტორიტარული მიდრეკილებები ღიად გამოავლინა.


ომი ამ ეტაპზე კარგი გაკვეთილია ჩინეთისთვის. რუსეთის მსგავსად, ჩინეთმა უკანასკნელ ათწლეულში შექმნა ერთი შეხედვით მაღალტექნოლოგიური სამხედრო ძალები, მაგრამ მათ საბრძოლო გამოცდილება არ აქვთ. დიდი ალბათობით რუსეთის საჰაერო ძალების წარუმატებლობას გაიმეორებს სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალებიც, რომლებსაც ანალოგიურად არ აქვს რთული საჰაერო ოპერაციების მართვის გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ჩინეთი, რუსეთის მსგავსად, საკუთარ შესაძლებლობებში თავს არ მოიტყუებს, როდესაც ტაივანის წინააღმდეგ სამომავლო ნაბიჯებს დაგეგმავს.


იმედია, თავად ტაივანი გაიღვიძებს, რათა უკრაინელების მსგავსად მოემზადოს საბრძოლველად, აღადგენს სამხედრო გაწვევას. ნუ ვიქნებით წინასწარ დამარცხებულები.
თურქული დრონები ბესტსელერად გადაიქცევა.


თურქული დრონები ბესტსელერად გადაიქცევა.


რუსეთის დამარცხება შესაძლებელს გახდის "თავისუფლების თავიდან დაბადებას” და გლობალურად დემოკრატიის შემცირების შიშს გაგვიქრობს. მამაცი უკრაინელების დამსახურებით, 1989 წლის სულისკვეთება გაგრძელებს ცხოვრებას.


წყარო: ტაბულა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up