მზია გიორგობიანი - USAID-ის ახალი პროგრამა მიმართულია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის

მზია გიორგობიანი - USAID-ის ახალი პროგრამა მიმართულია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისთვის

access_time2022-11-03 18:00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაქქეისთან ერთად, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა ოფიციალურად გახსნა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


ახალი 5 წლიანი პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია, მოიცავს არანაკლებ 22 მუნიციპალიტეტს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტიანობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.


,,ახალი პროგრამა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით წარიმართება, მიმართულია უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებისა და მთავრობის მიერ გაცხადებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებისაკენ. პროგრამაში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩართულ მუნიციპალიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ეფექტური გახადონ საკუთარი ყოველდღიური საქმიანობა და ასევე, განავითარონ არსებული და ახალი სერვისები. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისათვის, როგორც სერვისების მიღების თვალსაზრისით, ისე ადგილზე ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისთვის,”-განაცხადა მზია გიორგობიანმა.


მინისტრის მოადგილემ, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი პროგრამა იქნება ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მხარდამჭერი. მისი მიზანია, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ძლიერი მუნიციპალიტეტები, რომელთაც ექნებათ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად შესაბამისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსი, სამოქალაქო სექტორი კი, უფრო მეტად იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


,,ძლიერი თვითმართველობა არის ძლიერი ქვეყნის საფუძველი. ის დახმარება რომელიც უკრაინის ომის დროს უშუალოდ სახელმწიფოს მიერ იქნა გაწეული, არ იყო მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაწეული მხარდაჭერა. ეს იყო პირველი პრეცენდენტი, როდესაც უშუალოდ მუნიციპალიტეტებმა გაწიეს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით და ასეთი პრაქტიკის გათვალისწინებით, პირველი ქვეყანა ვიყავით,“-აღნიშნა მზია გიორგობიანმა.



ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამის მიზნებს და ამოცანებს და რეგიონებში თვითმმართველობის აღქმასა და საჭიროებებზე მოკლე მიმოხილვას.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up