მზია გიორგობიანი - წყალტუბოს გენგეგმა ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს

მზია გიორგობიანი - წყალტუბოს გენგეგმა ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს

access_time2021-08-20 16:00:00

,,დღეს გაიმართა წყალტუბოს კონცეფციის გენგეგმის განხილვა, რომელიც წარმოადგინა კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ „ბაუ დიზაინი“. კომპანია დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო იტალიელი სპეციალისტების, როგორც ძეგლთა დაცვის ექსპერტების, ასევე კონკრეტულად დამგეგმარებლების ჩართულობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წყალტუბოსთვის ასეთი სახის დოკუმენტის შემუშავება, რათა გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და შევძლოთ დამატებით ინვესტორების მოზიდვა, ასევე შევძლოთ უკვე არსებული შენობების რეაბილიტაცია-აღდგენა იმ კულტურული მემკვიდრეობის შენაჩუნებით, რომელიც დღეს წყალტუბოში გვაქვს“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წყალტუბოში, კურორტის გენგეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



წყალტუბოს გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს. გენგეგმა დაადგენს, თუ რა მოცულობის მშენებლობის განხორციელებაა შესაძლებელი წყალტუბოს ცენტრალურ ზონაში. ამის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საპრივატიზაციო წინადადებებს გენგეგმის ავტორებთან და საპროექტო ჯგუფებთან ერთად მოამზადებს.



როგორც საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, იტალიელმა სპეციალისტმა მარკო არდიელიმ აღნიშნა, პროექტი შედგება ორი ნაწილისგან, პირველი გახლავთ ხედვა და მეორე- ზონირება, ანუ როგორ გამოვიყენოთ უკვე არსებული სივრცეები.




,,ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი იდეები. პირველი ამოცანაა, რომ წყალტუბო გახდეს ტურისტული დანიშნულების ადგილი, მეორე და მთავარი არის, რომ საცხოვრებლად წყალტუბო იყოს კომფორტული აქაური მაცხოვრებლებისთვის, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სპა, ან მხოლოდ დასასვენებელი ადგილი ან კურორტი, ეს უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და კარგი საცხოვრებელი ადგილობრივებისთვის. გვინდა რომ წყალტუბო გახდეს სამოდელო ქალაქი საქართველოსთვის“-აღნიშნა მარკო არდიელიმ.



მზია გიორგობიანის განცხადებით, კონცეფციის განხორციელება დაიწყება მას შემდეგ რაც საკრებულო მას დაამტკიცებს. შემუშავდება დეტალური პროექტირებები, უკვე არსებობს თითოეულ პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო პაკეტები, რომლებიც გადაცემულია ეკონომიკის სამინისტროსთვის ინვესტორების მოსაზიდად.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up