კოსმოსიდან მზის ფერმების საშუალებით დედამიწაზე ელექტროენერგიის გადაცემის გეგმა რეალისტურია. ეს გეგმა შესაძლოა 2035 წლისთვის განხორციელდეს. ამის შესახებ Space Energy Initiative-ის (SEI) თანათავმჯდომარე მარტინ სოლტაუ საუბრობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
SEI მუშაობს პროექტზე, რომელსაც Cassiopeia ჰქვია. პროექტი დედამიწის მაღალ ორბიტაზე ძალიან დიდი სატელიტების თანავარსკვლავედის განთავსებას ითვალისწინებს. ეს თანამგზავრები მზის ენერგიას მიიღებენ და დედამიწაზე დააბრუნებენ.
მარტინ სოლტაუ თქმით, პოტენციალი თითქმის შეუზღუდავია. თეორიულად ამ სატელიტებს შეუძლია 2050 წლისთვის მთელ მსოფლიოს მიაწოდოს ენერგია.
„ორბიტაზე საკმარისი ადგილია მზის ენერგიის თანამგზავრებისთვის და მზის ენერგიის მარაგი უზარმაზარია. დედამიწის გეოსტაციონარული ორბიტის გარშემო არსებული ვიწრო ზოლი წელიწადში 100-ჯერ მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე მთელი კაცობრიობა გამოიყენებს 2050 წელს,“ - აცხადებს სოლტაუ.
ამ წლის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კოსმოსური მზის ენერგიის (SBSP) პროექტებისთვის 3 მილიონ ფუნტიანი დაფინანსება გამოყო. Space Energy Initiative-ში იმედოვნებენ, რომ ამ თანხის დიდ ნაწილს მიიღებენ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა