თბილისში კიდევ ერთი, ახალი სტადიონი მოეწყობა. მზიურის პარკისა და ვაკე-საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების შენობის მიმდებარედ სპორტული მოედნის მშენებლობა უკვე დაგეგმილია. დედაქალაქის მთავრობამ ტენდერი 16 აგვისტოს გამოაცადა, ახლა წინადადებების მიღება მიმდინარეობას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 190 483 ლარია.
არქიტექტურული პროექტიდან ირკვევა, რომ თავდაპირველად არსებული მოედნის დემონტაჟი განხორციელდება, შემდეგ კი 1590 მ2-ზე ახალი სტადიონი მოეწყობა, 113 მ2-ზე გასახდელი, ხოლო 144 მ2-ზე ტრიბუნები აშენდება.
სამუშაოების შესრულების ვადა 60 კალენდარული დღით, ხოლო შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი განისაზღვრა.
წინადადებების მიღება 13 სექტემბერს დასრულდება, ხოლო პრეტენდენტს, ვისაც სამუშაოების შესრულება სურს, 2018 წლის 1–ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის 100%-ის ღირებულების საერთო სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 30%-ის ღირებულების სპორტული მოედნის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.