2021 წელს მსოფლიო ავტომწარმოებელთა შემოსავლები 210 მილიარდი დოლარით შემცირდება. ამის მიზეზი კი მიკროჩიპების გლობალური დეფიციტია. აღნიშნულის შესახებ საუბარია კონსალტინგური კომპანია AlixPartners-ის ანგარიშში. არადა ეს ორგანიზაცია მაისში 110-მილიარდიან დანაკლისს პროგნოზირებდა, ხოლო იანვარში 60,6 მილიარდი დოლარის დანაკლისს.
„ყველას იმედი ჰქონდა, რომ ამ დროისთვის ნახევარგამატარების გლობალური დეფიციტი დაიძლეოდა, თუმცა ისეთმა მოვლენამ, როგორიცაა კორონავირუსის ინფექციის აფეთქება მალაიზიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში, ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა“ - განაცხადა AlixPartners-ის ანალოიტიკოსმა მარკ ვეიკფილდმა.
ორგანიზაციის ახალი პროგნოზით, გლობალური ავტოწარმოება მიმდინარე წელს 7,7 მილიონი ავტომობილით შემცირდება, არადა მაისში ეს პროგნოზი 3,9 მილიონი იყო.
გასულ კვირას კვლევითმა ორგანზაიციამ IHS Markit ასევე შეამცირა ავტომობილების წარმოების წლევანდელი პროგნოზი მთელი 13 მილიონი ავტომობილით.
მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო ავტომწამროებლები იძულებულნი არიან ან სრულად შეწყვიტონ საავტომობილო წარმოება გარკვეული პერიოდით, ან მნიშვნელოვნად შეამცირონ წარმოების მასშტაბი.
bpn.ge