დედაქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილზე, N1 ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმრო გაიხსნება. მულტიფუნქციური სივრცეში რომელიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ 2017 წელს გაიხსნა, 4 სართულია სასტუმრო ღვინის ქარხნის დამხმარე ნაგებობაში მოეწყობა, როგორც კომერსანტმა გაარკვია შენობის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა უკვე გასცა. პროექტის დამკვეთი არჩილ ივარდავაა, არქიტექტორი კი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.
არქიტექტურის ვებ-გვერდზე გათავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იგეგმება არსებული სტრუქტურის ნაწილობრივ დაშლა. ნაგებობას დაემატება ერთი მიწისქვეშა, ორი სრული და ერთი მანსარდული სართული.
„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისში, კერძოდ პეტრიაშვილის N1-ში, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთზე არის ძეგლის , რომელიც წარსულში იყო ღვინის ქარხნის დამხმარე ნაგებობა. ამჟამად საქვაბე არის უფუნქციო და ვიზუალურად არასახარბიელო მდგომარეობაში. გვსურს არსებული ნაგებობის რეკონსტრუქცია-ადაპტაცია მცირე ზომის სასტუმრო კომპლექსად. გავითვალისწინეთ კონტექსტი და ვთვლით, რომ სასტუმროს იერსახე მაქსიმალურად ერგება არა მხოლოდ ბაღსა და ღვინის ქარხანას, არამედ მიმდებარე განაშენიანებასაც".
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, რომელიც შედგება 4 მიწისზედა, 1 მანსარდული და 1 მიწისქვეშა სართულისგან. მიწიქვეშა სართულზე განთავსებული იქნება სამზარეულო, რომელიც მოემსახურება ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ კაფე სიოს. გარდა ამისა, იქნება საკონფერენციო ოთახი და სველი წერტილები, რომლებიც სტუმრებს მოემსახურება. მიწისქვეშა სართული ამიფითეატრის მეშვეობით უკავშირდება ნულოვან სართულს, რომელსაც ექნება მიმღების დანიშნულება. ამავე ნიშნულზე მდებარეობს საკონფერენციო ოთახი, რომელიც იქნება გამოყენებული. ამ ორი სართულის არსებობით, შენობას არა მხოლოდ სასტუმროს დანიშნულება აქვს, არამედ კულტურულ ობიექტად შეიძლება რომ მოვიაზროთ.
0.00 ნიშნული სხვა სართულებს ცენტრალური, ხანძარსაწინააღმედეგი კიბითა და ლიფტით უკავშირდება. +3.91ნიშნული ჰოსტელის ფუნქციას ითავსებს.მისი არსებობა სასტუმროს ვიზიტორთა მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. ჰოსტელის სართულზე ჯამში სულ ოთხი ოთახია, აქედან ერთს საკუთარი სველი წერტილი აქვს, ხოლო დანარჩენები საერთო სველი წერტილები. აღნიშნულ სართულზე სინათლე პერფორირებული აგურის კედლიდან შედის, რაც ინტერიერში დინამიურ ჩრდილებს აჩენს და სიმყუდროვის შეგრძნებას ტოვებს. ამ სართულის ზემოთ შენობა მთლიანად დათმობილია სასტუმროს ნომრებისთვის. თითო სართულზე ჯამში 6 ოთახია, საკუთარი სველი წერტილით. აღნიშნულ ნომრებს აქვთ პირდაპირი ვიზუალური კავშირი პარკთან. მანსარდაში განთავსებულ ნომრებს სინათლე სახურავში განთავსებული ფანჯრებიდან შესდით, რომელიც გაღების შემთხვევაში ოთახის ნაწილს აივნის ფუნქციას შემატებს,რაც კიდევ უფრო აძლიერებს შენობისა და პარკის კავშირს.
ძველი საქვაბისა და ახალი მოცულობის ურთიერთმიმართება არა მხოლოდ ფორმებით, არამედ მასალებითაც იქნება ხაზგასმული. არსებული ნაგებობა იგივე მასალით მოპირკეთდება რითაც იყო ნაშენები (აგურით), ხოლო ახალი მოცულობა ხის მსუბუქი, რითმული, დარაბებით შეიფუთება. ვიტრაჟები და სახურავში განთავსებული ფანჯრები დამზადდება შავი ალუმინის ჩარჩოებისგან.
პროექტს თან ახლავს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სამშენებლო უბანი დამაკმაყოფილებელ პირობებშია, ვინაიდან, როგორც სამშენებლო მოედანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, უარყოფითი ფიზიკურ-გეოლოგიური პროცესები (მეწყერი, კარსტი, ჩაქცევები და სხვა) არ შეიმჩნევა.
N1 ღვინის ქარხნის ტერიტორია გამორჩეული სივრცეა თბილისში. აღნიშნული შენობა 1896 წელს, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით თბილისელი არქიტექტორის, ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აიგო. ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს. ტერიტორია მრავალი წლის განმავლობაში სტუმრებისთვის დახურული იყო. თუმცა 2017 წელს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის მულტიფუნქიცურ სივრცედ გადაიქცა. N1 ღვინის ქარხანა არის პროექტი რომელიც მომხმარბელებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორნები, კაფე-ბარები, ღია კინოთაერტი, კულინარიული სკოლა, დიდი ღვინის ბაზარი, ქართველ დიზაინერთა მაღაზია, ხელოვნების სივრცე და თონე.
ბაჩო ადამია