ნაძვის ხე - საახალწლო დღესასწაულის მთავარი სიმბოლო

ნაძვის ხე - საახალწლო დღესასწაულის მთავარი სიმბოლო

access_time2021-11-03 18:40:19

ახალი წელი გვიახლოვდება და ყველანი ნელ-ნელა ჩავერთვებით წინასაახალწლო სამზადისში. საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები და დეკორაციები ყველასთვის დადებით ემოციას იწვევს, თუმცა, ძალიან ცოტამ იცის ახალი წლის და მისი მთავარი სიმბოლოს, ნაძვის ხის ისტორია.

მსოფლიო ცივილიზაციები, ახალი წლის დღესასწაულს, სულ მცირე, ოთხი ათასწლეულია აღნიშნავენ.  დღეს საახალწლო დღესასწაულების უმეტესობა, 31 დეკემბერს, გრიგორიანული კალენდრის ბოლო დღეს იწყება და 1 იანვრის ადრეულ საათებამდე გრძელდება. როგორც წესი,  ახალ წელს ყველა თავისებურად, მისთვის საყვარელ გარემოსა და სიტუაციაში ხვდება. იქნება ეს წვეულება, დიდი ღონისძიება, სპეციალური საახალწლო კერძების მომზადება, ფეიერვერკები თუ ახალი წლის ღამის ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გატარება.

მთელი მსოფლიოს ისტორიაში, ახალი წლისადმი მიძღვნილი პირველი დღესასწაულები ძველ ბაბილონში,  დაახლოებით, 4000 წლით თარიღდება.  ძველ ბაბილონში,  ახალი წელი, პირველი ახალმთვარეობის დროს, გაზაფხულის პირველ დღე დგებოდა. გაზაფხულის მოსვლა კი ნიშნავდა აღორძინების, თესვის და ყვავილობის პერიოდს. ისინი ახალი წლის აღსანიშნავად, მასობრივ რელიგიურ ფესტივალს (აკიტუ) და განსხვავებულ რიტუალებს ატარებდნენ, რომელიც 11 დღის მანძილზე გრძელდებოდა.

მთელი ანტიკური ხანის განმავლობაში, ცივილიზაციები, სულ უფრო ავითარებდნენ და ხვეწდნენ არსებულ კალენდრებს და წლის პირველ დღეს,  სასოფლო-სამეურნეო ან ასტრონომიულ მოვლენას უკავშირებდნენ. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში, ახალი წელი ივლისიდან  სექტემბრამდე აღინიშნებოდა და მდინარე ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლასა და ცაზე ეგვიპტელებისთვის წმინდა ვარსკვლავის, სირიუსის ამოსვლას ემთხვეოდა.

ძველ რომში იმპერატორ იულიუს კეისრის მიერ ახალი კალენდრის შემოღების შემდეგ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჩამოყალიბდა 31 დეკემბრის 24 (ანუ 12) საათის შემდეგ - ე.ი. პირველი რიცხვის პირველივე წამებში ახალი წლის მოსვლის აღნიშვნის ტრადიცია.

დღესდღეობითაც, ახალი წლის მოსვლას, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. პირველები მას წყნარი ოკეანეს კუნძულების მაცხოვრებლები ხვდებიან, ხოლო, მისი შეხვედრა ამერიკის კონტინენტზე სრულდება.  

ახალი წლის აღნიშნვის ტრადიცია გასხვავებული თავისებურებებით ხასიათდება. მაგალითად, იტალიაში, ახალ წელს ძველი ნივთებისგან თავისუფლდებიან და მათ, ახალი წლის ღამეს, ფანჯრებიდან ყრიან. ასევე, გავრცელებული ტრადიციისამებრ, ისინი ახლობლებს წითელი ფერის თეთრეულს ჩუქნიან, რადგან, წითელი ფერი სიახლის სიმბოლოდ ითვლება. ინგლისში, ძველი ტრადიციის თანახმად, ზუსტად ღამის 12 საათზე, სახლის მთავარ და უკანა შესასვლელს აღებენ და სჯერათ, რომ ძველი წელი უკანა კარიდან ტოვებს სახლს, მთავარი შემოსასვლელიდან კი ახალი წელი შემოდის. 


განსხვავებული და მრავალფეროვანია ახალი წლის ტრადიცია საქართველოშიც. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ახალ წელს, ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება სუფრას და მნიშვნელოვანია, რომ ის იდეალურად გამოიყურებოდეს. ნამდვილი წინასაახალწლო სამზადისი დეკემბერში იწყება, რაც, საახალწლო საჩუქრებზე ზრუნვას, პროდუქტების მომარაგებას, ქალაქში დიდ საცობებს, მაღაზიის რიგებს,  სიხარულით გაწყობილ საახალწლო სუფრას და ხშირად, არსებული ნივთების განახლებას მოიცავს.  

არ უნდა დაგვავიწყდეს საახალწლო ნაძვის ხე , რომელიც ახალი წლის სავიზიტო ბარათია. საშობაო ხის მორთვას, მოსახლეობის დიდი ნაწილი, დღესასწაულის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით, 12 დეკემბრის შემდეგ იწყებს. შესაბამისად, ნაძვის ხის შეძენაზე ზრუნვა, კიდევ უფრო ადრე იწყება. დღესდღეობით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი,  იმისათვის, რომ საქმეებში გართულმა, დრო მაქსიმალურად დაზოგოს, შოპინგის სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ონლაინ მაღაზია citrus.ge  კი ამისათვის საუკეთესო გზაა.  ასევე, საქართველოში, ახალი წლის ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტად ჩიჩილაკი ითვლება, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული და ტრადიციულ დატვირთვას ატარებს.

საქართველოში, ახალი წლის წინა დღეს, ყველა განსაკუთრებულად ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან, ის ძირითადად, ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება, ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ტრადიციული ნუგბარი (ჩურჩხელა და გოზინაყი)  და კერძები, როგორიც არის საცივი, ხაჭაპური და სხვ. საახალწლო სუფრის აუცილებელი ელემენტებია.

ახალი წლის პირველ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღამისთევით ხვდება. ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნა 1 იანვრის ღამის წუთებზე იწყება და მას შემდეგ, საახალწლო ნაძვის ხეეები, საახალწლო მორთულობები, ოჯახური თუ მეგობრული შეკრებები, საახალწლო მხიარულება და განწყობა, ძველით ახალ წლამდე გრძელდება. 

ყველა ქვეყანა განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა. შესაძლოა, ახალი წლის დადგომას, ჩრდილოეთ ქვეყნებში - დიდ თოვლში, ციგებზე სრიალით და მორთული ნაძვის ხეებით, ტროპიკულ ქვეყნებში კი ქვიშიან, ცხელ პლაჟებზე და პალმის ქვეშ, მაგრამ ის საზეიმო განწყობა და მუხტი, რაც ახალ წელს ჯადოსნურ დღესასწაულად აქცევს, ყველა ქვეყანაში საერთოა.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up