,,ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება“ - ალეკო შუღლაძე

,,ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება“ - ალეკო შუღლაძე

access_time2021-12-20 10:45:58

მაღალი ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა რომ წლებია, იმიჯნება, ვიცით. მუდმივად ვაწყდებით ადამიანების თითქმის ჩუმ, ძლივს ამოთქმულ უკმაყოფილებას, რადგან საკუთარ მატერიალურ პრობლემაზე საუბარი ამ საზოგადოებაში სტიგმაა. მსგავს თემაზე იშვიათად სოციალურ ქსელში ვაწყდებით სტატუსებს, უფრო თამამს, გულახდილს. თუმცა, ის რაზეც მწერალი ალეკო შუღლაძის პოსტიდან ვიგებთ, ერთი ადამიანის პრობლემაზე ბევრად მეტია, უიმედობა და პერსპექტივის არქონაა, რასაც უამრავი მოქალაქე განიცდის.



კიდევ უფრო ბუნდოვანია მომავალი, რომელზეც მწერალი  მიგვანიშნებს...



დაკარგული დროების კაცი, რომელიც ფიქრობს, რომ ერთ დროს, არც ისე შორს, მისნაირებს, ნიჭიერ ქართველებს, არც ისე ცოტანი რომ არიან, ერთ დიდი ნაგვის ბუნკერში იპოვის.



ეს მედლის ერთი მხარეა. მეორე მხარეს ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი  სტატისტიკაა, რომელმაც რატომღაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას გვერდი აუარა...



დანარჩენს ალეკო შუღლაძის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტიდან შეიტყობთ, რომელსაც ,,კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:



,,მსხლის საყიდლად შევედი. დიახ, მსხალი მომინდა, ვიფიქრე, თან ჩემებს წავუღებ-მეთქი. კიბორჩხალების საყიდლად ვერ შევიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, ვეგეტარიანელი ვარ.



ერთი ჯიშის სამი ზომის მსხალი იდო: 1,5 ლარიანი, 3 ლარიანი და 5 ლარიანი.



1,5 ლარიანი დამპალი იყო. 3 ლარიანს არა უშავდა, მაგრამ 3 ლარიანის ყიდვას თუ დავაპირებდი, ბარემ 5-იანს ვიყიდდი. ადრე უეჭველი 3-იანს ვიყიდდი, ხვდებით ჰო, რა ტიპიც ვარ. მაგრამ არა დღეს.




1,5-იანი დამპალი იყო. ამიტომ იქით აღარ ვიყურებოდი... ან 3-იანი რჩებოდა ან 5-იანი. ხუთიანები ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, გადავუსვი, მოვეფერე... ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები...



3-იანები შედარებით პატარები იყვნენ: არც აქეთ, არც იქით. 3-იანის ყიდვას თუ გადავწყვეტდი, ბარემ 5-იანი სჯობდა ღმერთმანი.



5-იანს ისევ გადავუსვი ხელი, ყუნწიდან წამოვწიე, გამყიდველისკენ მზერა გავაპარე, ამდენი მოფერება საეჭვოდ არ მოსჩვენებოდა, მაგრამ გამყიდველი გართული იყო, ვიღაც უნამუსოს 17 ლარიან პლასტმასის მარწყვს უწონიდა, ცელოფანში უკვე 3 კილომდე ეყარა...



1,5 ლარიანისკენ გავიხედე, მაგრამ ის ხომ დამპალი იყო... იქნებ ვცდებოდი და არ იყო დამპალი? ახლოს მივიწიე და 1,5 ლარიანსაც გადავუსვი თითი, ეგრევე კანი აძვრა, უფრო დავაწექი, სიდამპლის ხარისხი მაინტერესებდა, - მივხვდი, ასატანი სიდამპლე ჰქონდა. 1,5-იანს 3-იანი სჯობდა, მაგრამ თუ 3 ლარიანს გადავწყვეტდი, ისევ 5-იანი აჯობებდა. იქნებ 1,5 ლარიანი მეყიდა.



1,5 ლარიანს ასატანი სიდამპლე ჰქონდა, კანს მოაშორებდი, ოდნავ მოაფხეკდი და მზად იყო. 3 კილოგრამს ვიყიდდი, სანამ ბოლომდე დალპებოდა შეჭმას მოვასწრებდით.



5-იანები კი ძალიან დიდები იყვნენ, საოცრად დიდები, გემრიელები. ხელი დავადე, ისევ გადავუსვი, მოვეფერე... ოჰ, რა ბუთქუნები იყვნენ, წვნიანები, მძიმეები...



1,5-იანს კი ასატანი სიდამპლე ჰქონდა.



ან 1,5-იანი ასატანი სიდამპლით და ბევრი, ან 5-იანი საღი, წვნიანი, მაგრამ - ძალიან ცოტა.



უცბად ჭერში ჩამოკიდულ ტელევიზორში პრემიერ-მინისტრი გამოჩნდა, გაჰყვიროდა საოცარი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი გვაქვსო... თბილისი-ჯეიჰანის დედაც ვატირე-მეთქი, წამოვიყვირე, გამახსენდა, ერთ დროს ვგულშემატკივრობდი ამ მაგისტრალს, მას მერე მინდა სულ შევაგინო და აი, აქ ამოხეთქა...



პრემიერ-მინისტრი არ ცხრებოდა და ტელევიზორიდან დამცინოდა მე, რომელიც 18 წლიდან ვმუშაობ, უარს არ ვამბობ არანაირ სამუშაოზე და 2021 წელს ვერ ვყიდულობ მსხალს! ყმუილი!



1,5 -იანი დამპალი, 5-იანი საღი, 3-იანი არც აქეთ, არც იქით... არ გეგონოთ, საბჭოთა სატირიკოსს რომან კარცევს სკეტჩს ვპარავდე. მე უბრალოდ იგივე დღეში აღმოვჩნდი.



მე, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე, მე, ნახევარ საუკუნეს გადაცილებული კანონმორჩილი ადამიანი 21-ე საუკუნეში ვერ ვყიდულობ მსხალს! მე ნაგვის საყრელზე მიშვებენ. ჩემს მიერ არჩეული მთავრობები, ყოველთვის, სულ მუდამ ფეხებზე მიკიდებდნენ და ნაგვის საყრელზე მიშვებდნენ...



კიდევ რამდენიმე წელი და ნაგვის ურნაში ჩაყუდებულს მიპოვით, ეს გულამაჩუყებელი სტატუსი არ არის, ეს არც მათხოვრობის ნატიფი ფორმაა, ეს ჩემი პიროვნების გაქრობაა. მე მაქრობენ. მე ვქრები დიდ ნაგვის ბუნკერში, ამოსვლა მინდა და ვეღარ ამოვდივარ. ეს ყმუილია! ყმუილი!



ნაგვის ბუნკერში გელოდებით ყველას, აქ უკვე აღარაფრის შეგვრცხვება და აღმოჩნდება რომ საქართველო ბომჟებს მიაქვთ... ჰა, რას იმალებით, თქვე ამპარტავნებო, თქვე კუდაბზიკებო, არ მოვაწყოთ ბომჟების პარადი?!



5 ლარიან მსხალს ვყიდულობ, 3 ცალი მომდის, არადა სახლში 4 ვართ“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up