ჯო ბაიდენის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთზე სარაკეტო დარტყმა, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, რუსეთიდან განხორციელდა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
„ტრაექტორიის ხაზების მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა რუსეთიდან იყო ნასროლი“, — განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლელ ლიდერებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ, რომელიც ბალიში „დიდი ოცეულის“ ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
რეზიდენტ ბაიდენის თქმით, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები პოლონეთში მომხდარ აფეთქებას იძიებენ და გამოძიების დასრულებამდე საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: გერმანიის, კანადის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ლიდერები და ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები. საგანგებო შეხვედრა პოლონეთის ინიციატივით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოფელ პრჟევოდოვში, სამშაბათს ადგილობრივი დროით 15:40 საათზე, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე დაზიანებული ფერმის მანქანა ჩანს, რომლის გვერდითაც დიდი რაკეტის ნაწილი გდია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები ფერმის მუშები არიან.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა