ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება

ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება

access_time2021-05-21 17:25:22

2019 წელს საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმთან გააფორმა 15-წლიანი ხელშეკრულება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მართვის შესახებ. 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის 433 მეგავატიან ელექტროსადგურს და გამოიწვევს საქართველოს ელექტროენერგიის რევოლუციურ პროგრესს, შეამცირებს მის ენერგეტიკული დამოკიდებულებას და დაეხმარევა ქვეყანას პარიზის შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და პროგნოზით, 2030 წლისთვის 20 მილიარდ კვტ / სთ-ს მიაღწევს, რაც თითქმის გაორმაგებულია ქვეყნის ამჟამინდელ მოხმარებასთან შედარებით.

ჰიდროენერგეტიკა შეუცვლელ როლს ასრულებს საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდებაში, ჰიდროენერგიის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში შეადგენს 72 პროცენტს. საწვავი რესურსების ნაკლებობის გამო,  მთებითა და მდინარეებით მდუდარი ქვეყნისთვის ჰესები გახდა ბუნებრივი გამოსავალი ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტი დიდი და მცირე ელექტროსადგურია.

საქართველოში როგორც სხვა ჰესების მშენებლობისას, ნამახვანჰესის მშენებლობამაც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოსდაცველ აქტივისტებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროენერგია განახლებადი ენერგიის წყაროდ ითვლება, ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ პირდაპირ და ირიბად მოახდინონ გავლენა ადგილობრივ მოსახლეობასა და ველურ ეკოსისტემებზე,- თვლიან გარემოსდამცველები. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ადგილობრივი ასოცირებული წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ ამ პროექტის წინააღმდეგ და ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ ხელშეკრულების გამოცხადებამდე არ ჩატარებულა სათანადო კვლევა ეკოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ჰესის ზემოქმედების შესახებ.

უფრო ფართო მოსაზრებები

ეს სოციალური და ეკოლოგიური საკითხები ძალაშია და უნდა მოგვარდეს საქართველოს მთავრობის მიერ. აქ ასევე მოქმედებს ფართო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოსაზრებები.

ქვეყნის ელექტროენერგიის უმეტესი წილი მოდის ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც აფხაზეთშია, დე იურე საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამჟამად თბილისი ვერ ახორციელებს სრულად მის კონტროლს( მხოლოდ მართვის პულტია საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე). მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მიაღწია შეთანხმებას რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონთან, ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 60 პროცენტის მიღებაზე, სრული კონტროლის არ არსებობის გამო ვერ ხერხდება ენგურის სრული პოტენციალის ამუშავება.

ელექტროენერგიის მაქსიმალურად ამოღებაზე გავლენას ახდენს ჰესების სეზონურობაც. მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში ენგურჰესის შესაძლებლობიდან ელექტროენერგიის 52 პროცენტის გამომუშავება ხერხდება, ზამთრის თვეებში ქვეყანა სეზონურ სადგურებზეა დამოკიდებული დარჩენილი 20 პროცენტით.


მოთხოვნის მზარდმა  დინამიკამ ელექტროენერგიის იმპორტის არნახული ზრდა გამოიწვია, ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია 2021 წლის თებერვალ - მარტში.

ნამახვანის პროექტის მოწინაღმდეგეები მოუწოდებენ მთავრობას გააუქმოს „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმზე ნებართვა, იმ მიზეზით, რომ სამართლებრივი პროცესები სათანადოდ არ იქნა დაცული. მთავრობა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სატენდერო წინადადებების წარმოება სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, კონსორციუმთან ერთად, რომელმაც სხვა 25 კომპანიისგან გამოისყიდა ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლების მოპოვება.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მონაცემებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ელექტროენერგიის სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში. საქართველომ 2017 წელ გააფორმა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ  ენერგეტიკის საააგენტოსთან  და მას შემდეგ ინტენსიური გახადა ძალისხმევა იურიდიული და ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, რაც მიზნად ისახავდა მისი ენერგოსექტორის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყანას ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრებისთვის.

ნაბიჯი ენერგოდამოუკიდებლობისკენ

ნამახვანის პროექტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობისკენ. სტაბილურად მზარდი ენერგეტიკული მოთხოვნადობის დასაკმაყოფილებლად, ჰესების სეზონურობიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის იმპორტი,განსაკუთრებით რუსეთისგან.

მოსალოდნელია, რომ ნამახვანმა უზრუნველყოს შიდა მოთხოვნის 12 პროცენტი, რაც გარკვეულწილად შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას ეკონომიკური შემოსავლის ახალი წყაროების შექმნით.

ნამახვანს ასევე შეუძლია გააძლიეროს საქართველოს პოზიცია, როგორც ენერგიის ექსპორტიორი. მეზობელი სომხეთი დიდი ხანია წარმოადგენდა ენერგეტიკულ დერეფანს რეგიონში, მაგრამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან კონფლიქტმა ეს ფუნქცია სომხეთს დააკარგვინა და გადასცა რუსეთს.საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს ენერგიის ალტერნატიული სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსებს დააკავშირებს ევროპულ ბაზრებთან.

ენერგოსექტორში შიდა წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებისას, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მეზობელი ქვეყნებში ელექტრო ენერგიუს ექსპორტიორი, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრების რეგიონალურ ინტეგრაციას.

რუსეთი მიიჩნევს, რომ რეგიონის ქვეყნები უნდა დარჩნენ მისი გავლენის სფეროში და იბრძოლონ მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის. ნამახვანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ ძალაუფლების დისბალანსის გარკვეულწილად დომინირების რუსული ამბიციების ჩაშლისთვის, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოგვარდეს სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up