,,ნამახვანის“ პროექტის ყველა კომპონენტი უნდა გადამუშავდეს და სოციალური კომპონენტები მთლიანად შეიცვალოს - ენერგეტიკოსი

,,ნამახვანის“ პროექტის ყველა კომპონენტი უნდა გადამუშავდეს და სოციალური კომპონენტები მთლიანად შეიცვალოს - ენერგეტიკოსი

access_time2022-03-25 16:00:21

საინვესტიციო კომპანია ,,ენკას“ საქართველოდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ენერგეტიკოსებისთვის მთავარ პრობლემად რჩება საკითხი, როგორ დამუშავდეს პროექტი ისე, რომ ტექნიკური პარამეტრები გასწორდეს და მოსახლეობასთან საერთო ენაც უნდა გამოინახოს, რომ პროტესტი არ გამოიწვიოს. ენერგეტიკოს გია არაბიძის აზრით, პროექტის ყველა კომპონენტი თავიდან არის გადასამუშავებელი.  


,,კონკრეტულად საუბარი ჯერჯერობით ძნელია, რა შეიძლება შეიცვალოს. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ  ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის გასაკეთებელი, უნდა შეიცვალოს ტექნიკური მხარეც და იდეოლოგიაც, მათ შორის,  ტარიფის კომპონენტი, გამოსყიდვის ვადა და სხვა. უნდა ვიცოდეთ,  როდის დააბრუნებს ინვესტორი საქართველოს ქონებას - მიწით დაწყებული, სადგურით დამთავრებული. ეს საკითხები იქნება ძირითადად გასარკვევი. სერიოზულად გადასამუშავებელია ყველა ნაწილი, რომ ცოტა მეტად მიმზიდველი გახდეს ინვესტორისთვის“, - ამბობს გია არაბიძე ,,კომერსანტთან“.


ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ჰესის მშენებლობა შესაძლებელი გახდება სახელმწიფოს და ინვესტორის პარტნიორობით. ასევე აქცენტი გაკეთდება  სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ხალხმა გიგანტური ჰესის მშენებლობით მიიღოს.


,,ნამახვანის“ ალტერნატივას რეალურად ვერ ვხედავ. პროექტი უნდა განხორციელდეს, სხვა შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკას მომავალი არ ექნება. აუცილებლად უნდა აშენდეს ასევე ,,ნესკრა“ და ,,ხუდონჰესიც“. ამ სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა თუ არ განხორციელდება,  ძალიან დიდი ხანი გვექნება პრობლემა ენერგეტიკაში. ამიტომ ვამბობ, რომ ,,ნამახვანის“ პროექტს კარგი გადახედვა უნდა.  ყველაფერი სანახავია, მათ შორის, სოციალური პროგრამები, რამდენი პროცენტი იყო გამოყოფილი, რა სოციალური ღონისძიებებს ითვალისწინებდა და სამომავლოდ როგორ შეიძლება დაკორექტირდეს, რომ მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა და  პროექტის მიმართ უფრო კეთილად განეწყოს. სხვა შემთხვევაში, თუ უახლესი ტექნოლოგია არ წამოგვეწია,  არც ალტერნატივა ჩანს  ან ეს უნდა გახდეს ატომური ელექტროსადგური, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, - აცხადებს გია არაბიძე ,,კომერსანტთან“.



„ენკა ინსაათის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიში 24 მარტს გამოქვეყნდა, რომლიდანაც გაირკვა, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული საინვესტიციო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვეტილია.


ამასთან, ფინანსურ ანგარიშში მითითებულია, რომ კომპანიამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის გაწეული ინვესტიცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა 40.4 მილიონი დოლარის ოდენობით ჩამოწერა. კომპანია საქართველოში ჯამში 800 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა.


2021 წლის სექტემბერში ინვესტორმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორის გათვალისწინებით საინვესტიციო ხელშეკრულებას გაწყვეტდა, რასაც მოჰყვა მთავრობის განმარტება, რომ ხელშეკრულების შენარჩუნების მიზნით კომპანიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებდნენ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ ვერ დაარწმუნა კომპანია, რომ კონტრაქტი შენარჩუნებულიყო.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up