ნანიკო იარალიშვილმა ონში NanArt-ის სახელოსნო დააფუძნა და იგი რაჭის ყვავილებსა და სხვადასხვა მასალებს ხელნაკეთი აქსესუარების შესაქმნელად იყენებს, მათ შორის ტიხრული მინანქრის, ჯვარედინი ნაქარგი სამკაულების, თემატური თექის სათამაშოების და სხვა.
„გადაწყვეტილი მაქვს, რომ არასოდეს გავჩერდე და მუდმივად ვცდილობ მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში, ჩემი ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით. ჩემი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუტანო ბედნიერება, - ამბობს ნანიკო.
მონდომებამ ნანიკო იარკლიშვილი USAID-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტში მონაწიელობამდეც მიიყვანა, რომელიც ქალებს ბიზნესის შექმნისა და მართვისთვის საჭირო უნარებითა და ცოდნით აძლიერებს.
USAID-ი მხარს უჭერს ნანიკოს მსგავს ახალგაზრდებს, რომელთა ინოვაციურ იდეებს შეუძლიათ გრძელვადიანი დადებითი გავლენა იქონიონ მათზე, მათ ოჯახებსა და ფინანსურ კეთილდღეობაზე.