„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი ვალდებულებაა“

„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი ვალდებულებაა“

access_time2022-09-26 18:30:00

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პროექტის - „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ წარადგინეს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.


ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მყარი ნარჩენების მართვა მსოფლიოს ქალაქების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.


მისი თქმით, ამ მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემები ძირითადად, ისევ ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული.



„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შემუშავდა, რომელიც ეროვნულ გეგმასთან სრულ ჰარმონიზაციაშია. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეალურად, თბილისს დღეს აქვს ისეთი გეგმა, რომელიც ქალაქს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემასთან მიიყვანს. ჩვენს პარტნიორ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და ორი მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში მოგვარდება, ეს არის გაზშემკრებისა და სორტირების ხაზის მშენებლობა. დედაქალაქში განთავსდება ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნები. ვფიქრობ, ორ-სამ წელიწადში შეგვეძლება, გადავიდეთ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, პროექტის მეორე ნაწილი კი იმ დარჩენილი ნაწილის გადამუშავება იქნება, რაც ევროკავშირის სტანდარტამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და პროექტში მონაწილე მხარეებს მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა 2020 წლის იანვარში დაიწყო. სტრატეგიის მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სხვადასხვა სცენარის შემუშავება და მდგრადობის შეფასება (გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება).


„თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის“ განხორციელების შედეგად, 2020 წლის იანვრიდან თბილისის მერიამ მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიის მომზადება დაიწყო. EBRD-ის საგრანტო დაფინანსების ფარგლებში, სტრატეგიის მომზადება ICP-ENVIROPLAN კონსორციუმმა უზრუნველყო.


სტრატეგიის პრეზენტაციას შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up