ნარკობიზნესი ავღანეთის ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდა

ნარკობიზნესი ავღანეთის ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდა

access_time2021-12-25 20:00:14

ნარკოტიკები  ავღანეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნარკოტიკების წარმოება ქვეყანაში არათუ არ შემცირდა, არამედ გაიზარდა, არადა,  მოლოდინები საპირისპირო იყო. ადრე ავღანეთი განთქმული იყო ჰეროინით, დღეს კი ის მეტამფეტამინის წარმოების ერთ-ერთო მსოფლიო ცენტრი გახდა.


წყაროების ინფორმაციით, ავღანეთის სამხრეთ დასავლეთის მხოლოდ ერთ, შორეულ რეგიონში 500-ზე მეტი იმპროვიზებული საწარმო მუშაობს, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 3 ტონა მეტამფეტამინი იწარმოება. ამ შედარებით ახალი ნარკოტიკის ბუმი ავღანეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივი გარეული მცენარე „ომანი“ მეტამფეტამინის ერთ-ერთი ძირითად ინგრედიენტს, ეფედრინს, შეიცავს.


უდაბნოში ფუნქციონირებს უზარმაზარი საბითუმო ბაზარი, სადაც „ომანი“ იყიდება. თალიბებმა ფორმალურად აკრძალეს ამ მცენარის მოყვანა, თუმცა, ამის მიუხედავად, არალეგალურმა საწარმოებმა მუშაობის ტემპები არ შეამცირეს. აკრძალვის ერთადერთი შედეგი მცენარის ფასის გაორმაგებაა.

ეს არ ნიშნავს, რომ მეტამფეტამინის წარმოებამ ჰეროინის ბიზნესი ჩაანაცვლა. ჰეროინის ერთ-ერთი ძირითადი ნედლეული ყაყაჩოა, რომლის მსოფლიო წარმოების 80%  სწორედ ავღანეთზე მოდის. დრო და დრო ვრცელდება ჭორები, რომ თალიბანი ყაყაჩოს მოყვანის აკრძალვას გეგმავს, ეს კი ყვავილზე ფასებს ზრდის.


ამერიკელების პერიოდში ნარკოსაქმოსნებს მაღალჩინოსნების მოსყიდვა უწევდათ, დღეს კი ეს არაა აუცილებელი, რადგან ჰეროინის ნედლეული ღიად და დაუფარავად იყიდება ბაზრებში.

„იმის შემდეგ, რაც თალიბებმა გაათავისუფლეს ავღანეთი, ჩვენს სრულიად გავთავისუფლდით“ - ამბობს ერთ-ერთი ნარკობარონი.


თალიბები ამ საკითხს მტკივნეულად აღიქვავენ. მათ ნარკოვაჭრობის აკრძალვა სურთ, თუმცა, თალიბანის პრეს-მდივნის ბილალ ქარიმის თქმით, მთავრობა ფერმერებისთვის ალტერნატივას ეძებს.


„ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ავიღოთ, და ავკრძალოთ ეს საქმიანობა ისე, რომ მოსახლეობას ამის სანაცვლოდ არაფერი შევთავაზოთ,“ - განაცხადა მან.


1994-2001 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თალიბები ნარკობიზნესს ებრძოდნენ, თუმცა, შემდეგ, ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჰერიონი მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა.
ამჟამად, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების გამო ,დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური დახმარება სრულად შეწყდა და ნარკობიზნესი ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი  წყაროა.

მოვაჭრეების ნაწილი თვლის, რომ თალიბებს, სურვილის შემთხვევაში, ნარკობიზნესის აკრძალვა შეუძლიათ, თუმცა, ასე ყველა არ ფიქრობს.


„ყველაფერი, რასაც თალიბები მიაღწიეს, ნარკოტიკების წყალობით მოხერხდა. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას უბრალოდ აიღონ და დახურონ ყველაფერი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შიმშილი გვემუქრება. ერთადერთი ალტერნატივაა, საერთაშორისო დახმარების აღდგება“, - მიიჩნევს ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც ყაყაჩო მოჰყავს.


ნარკობიზნესი ავღანეთის ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი გახდა. პროვინცია გილმენდი ავღანური საზომებითაც კი ძალიან ღრმა პერიფერიაა, მაგრამ ამავე დროს ის ჰეროინით ვაჭრობის მსოფლიო ცენტრია. აქ ჰერიონი და ოპიუმი ბაზრებში იყიდება, რეგიონში ასობით ნახევრად ლეგალური ქარხანა მუშაობს. აქ წარმოებული ჰეროინი ჯერ პაკისტანში მიდის, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში ნაწილდება. პაკისტანელი ნარკობარონები 1 კილო ჰეროინს 1190 დოლარად ყიდულობენ,  ევროპაში კი 60-65 000-სად ყიდიან.

ნარკოტიკების საკითხებში ექსპერტის დევიდ მენსფილდის თქმით, ნარკოვაჭრობა თალიბებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის კუთხით დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„90-ან წლებში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ ნარკობიზნესის აკრძალვისთვის 6 წელი დასჭირდათ, თანაც ეს იყო მხოლოდ ოპიუმი, მეტამფეტამინების გარეშე. იმ გამოცდილების გამეორება ნიშნავს მძიმე დარტყმას ავღანური საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც თალიბების მხარდაჭერის მთავარ ბაზას წარმოადგენს”,- მიიჩნევს ექსპერტი.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: BBC




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up