აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) თავისი უძლიერესი რაკეტის მთვარეზე გაშვება მეორედ გადადო, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ფრენის გადადების მიზეზი საწვავის გაჟონვა იყო. შესაძლოა, ამ პრობლემის გამო, რაკეტის მთვარეზე გაშვება არა რამდენიმე კვირით, არამედ თვეებითაც კი გადაიდოს.
ერთი კვირის წინ, NASA-მ Space Launch System-ის (SLS) მთვარეზე გაშვება ტექნიკური წუნის გამო გადადო, რადგან რაკეტის 4 ძრავიდან ერთ-ერთი საკმარისად ვერ გაცივდა.
SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რაც კი ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ამ დრომდე შეუქმნია. სწორედ ამ გიგანტური რაკეტით იგეგმება პროექტის Artemis განხორციელება, რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა.
წყარო: imedinews.ge