ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსული სააგენტო, NASA სასურსათო უსაფრთხოებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ხორბალი აიღო. ინფორმაციას NASA-ზე დაყრდნობით ბლუმბერგი ავრცელებს.
NASA-ს სატელიტური სურათების ანალიზი ქმნის წარმოდგენას იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საიდანაც ინფორმაციის გადინება მკაცრად შეზღუდულია. NASA Harvest-ის მონაცემებით, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაახლოებით 5,8 მილიონი ტონა უკრაინული ხორბალი შეგროვდა. დაზუსტებით რთულია იმის თქმა, სად მიდის უკრაინული ხორბალი, მაგრამ გამოცემა წერს, რომ რუსულ გემებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ხორბალი გასაყიდადად შეიძლება გაქონდეს ლიბიაში, ირანსა და სხვა ქვეყნებში.
Bloomberg-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინული მარცვლეულის მოპარვას იარყოფს, მაღალჩინოსნები საჯაროდ აცხადებენ, რომ ოკუპირებული პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვა განახლდა.
უკრაინა ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა და იქ რუსეთის შეჭრისა და პორტების ბლოკირების შედეგად, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა. უკრაინაში ხორბლის მოსავლის მეოთხედი იმ მიწებზე მოდის, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული - წერს ბმულბერგი.